ფინიშზე დაკარგული საგზური - სპორტინგი-იბერია სტარი 5:5

AutoSharing Option
19.11. ოდიველაში (პორტუგალია)
სპორტინგი-იბერია სტარი 5:5
0:1 ბრუნო მელო (7), 0:2 ლუიშ ბატპისტა (8), 0:3 ჟოაო მატოში (15. ს.კ.), 1:3 მარსელინიო (21), 1:4 ლუიშ ბაპტისტა (26), 2:4 დეო (28), 3:4 ალექსი (29), 4:4 დეო (31), 4:5 დანიელ შაკაი (37), 5:5 ლეიტაო (39)

სპორტინგი: ჟოაო ბენედიტო, ლაიტაო, პედრო, ჟოაო მატოსი, დეო, პაულინიო, მარსელინიო, საიო, ალექსი, ანდრე გალვაო, ბუიუ, კრისტიანო.
მწვრთნელი: ო. დუარტე
იბერია სტარი: ტონი, ბეტინიო, რონინიო, ბრუნო მელო, რომარიო, ედუ, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ლუიშ ბაპტისტა, დანიელ შაკაი, ფუტი, აკოპოვი.
მწვრთნელი: ო. სოლოდოვნიკი
გაფრთხილება: ბეტინიო (9), რონინიო (20), ლუიშ ბაპტისტა (22), ჟოაო მატოსი (36), დეო (38)

არბიტრები: ფ. მასინი (იტალია), ბ. სივიჩი (სლოვენია)

3:0, 4:1 და მაინც 5:5 - აი, ასეთი იყო "იბერია სტარისა" და ლისაბონის "სპორტინგის" მატჩის მიმდინარეობა, სადაც ჯგუფში გასამარჯვებლად საქართველოს ჩემპიონებს ნებისმიერი ანგარიშით მოგება სჭირდებოდათ.

ამ შეხვედრას ინტრიგა იმიტომ გაუჩნდა, რომ "იბერია სტარის" 9:2 გამანადგურებელი უნგრული "დიორი ეტო" რუმინულ "ტარგუ მურეშთან" 3:8 შერცხვა.

რა გვეთქმის, ძალიან დასანანია, ზედიზედ მეორედ "იბერია სტარს" ასე მცირედი რომ დააკლდა ევროპის ფუტსალის თასის ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად. პორტუგალიელებმა ქართველებს გადამწყვეტი გოლი ბოლოსწინა წუთზე გაუტანეს.

1. სპორტინგი 3 2 1 0 13-9 7
2. იბერია სტარი 3 1 1 1 14-17 4
3. ტარგუ მურეში 3 1 0 2 14-15 3
4. დიორი ეტო 3 1 0 2 13-13 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაო...?ბრაზილიელმა პენსიონერებმა?!ამის მეტი აღარ შეგვიძლიაო?!
vova
17:20 21-11-2011
0

სიახლეები პოპულარული