უეფამ მოლდოველთა არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად მათი ნაკრები გამოაცხადა.
ერთი შეხედვით, ვერ შეედავები, რადგან, დებულების მიხედვით, სიმართლე მოლდოველთა მხარესაა. თუმცა სათქმელი ქართულ მხარესაც აქვს - უეფას დელეგატმა (სწორედ
2:2-ის შემდეგ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთი კიდევ იყო დარჩენილი და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მატჩამდე რომ ეთქვათ, მხოლოდ მოგება გჭირდებათო, ისიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა და თამაშის ტემპის დაგდების ნაცვლად, მოედნის მეხუთე მოთამაშის შეყვანით ეცდებოდა გამარჯვების გოლის გატანას.
საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ უეფაში საპასუხო აპელაცია კი შეიტანა, მაგრამ უეფა საკუთარ ვერდიქტს, მით უმეტეს, აპელაციის შედეგად მიღებულს, ძალიან იშვიათად ცვლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"