უეფამ ბეჭედი დაჰკრა: საქართველო არა, მოლდოვა!

AutoSharing Option
როგორც იქნა, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის განრიგი გამოქვეყნდა, სადაც მე-3 ჯგუფში სლოვენიის, სერბეთისა და ისრაელის ნაკრებთა მეტოქედ მოლდოვაა მოხსენიებული.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უეფამ საბოლოოდ დააკმაყოფილა ამ ქვეყნის ფუტსალის ასოციაციის პროტესტი და საქართველოს ნაკრებთან მატჩში, რომელიც მოლდოველებმა პენალტების სერიით დათმეს, გამარჯვება მიაკუთვნა.

ეს ისტორია უკვე უამრავჯერ გავიხსენეთ და თავს აღარ შეგაწყენთ. სამწუხაროდ, ამ ამბავმა საქართველოს ნაკრები დააზარალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ პენალტების დარტყმა არასწორი იყო, მაშინ მოლდოველები რატომ დათანხმდნენ? ანუ თუ მოიგებდნენ გაჩუმდებოდნენ, თუ წააგებდნენ მაშინ გააპროტესტებდნენ, ხომ? ანუ თვითონაც დაარღვიეს წესები. რატომ არ უთხრეს ეს ჩვენებმა მოლდოველებს და უეფას წევრებს? ნებისმიერ შემთხვევაში ეს უეფას დიდი მინუსია, რომ ასეთი რამ მოხდა
Tornike
13:34 25-11-2011
0
ფედერაცია იჯდეს და იფხანოს ერთი ადგილი,მოლდოველებმა კი საქმე გააკეთეს... ყველამ თავზე როგორ უნდა ...
zura
12:30 25-11-2011
0

სიახლეები პოპულარული