ზვიად სიჭინავა საგანგებო განცხადებას ამზადებს

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალში დაპირისპირებაში ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მედიატორის როლი იკისრა. მისი ინიციატივით, დაპირისპირებულ მხარეები ერთმანეთს 8 თებერვალს შეხვდნენ.

დაპირისპირებული მხარეების მომდევნო შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციაში 10 თებერვალს გაიმართა და შევიტყვეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი საქართველოს ჩემპიონმა "იბერიამ" და "თელავმა" ჩაშალეს.

"მიზეზი ეს იყო: "იბერიამ" 9 თებერვალს 21:47 საათზე მიიღო ჩემპიონატის რეგლამენტი, საიდანაც შეიტყო, რომ 10 თებერვალს 19:30 საათზე უნდა გაემართა ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი "თელავთან".

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი იყო არა ტიტულიან ქაღალდზე, არამედ ჩვეულებრივ ფურცელზე. ასევე მიიღო რეგლამენტი მისმა
მეტოქე "თელავმა". "იბერიამ" მიმართა ასოციაციის გამგეობას, სადაც ეს ხელმოუწერელი დოკუმენტი განვიხილეთ და ვთქვით, რომ ამ რეგლამენტით ჩატარებული ჩემპიონატი ლეგიტიმური ვერ იქნებოდა, გადაწყვეტილება კი კლუბებს გავაცანით.

საკითხის გასარკვევად "იბერიამ" ფედერაციის პრეზიდენტს დღევანდელ შეხვედრაზეც მიმართა. საკმაო ხანი ვისაუბრეთ. ზვიად სიჭინავამ საჭირო კითხვები დასვა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას ორშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს", - ამბობს გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.

"არ ვიცით, ჩემპიონატში რა გუნდები მონაწილეობენ, თამაში როდის ტარდება და ამას გარდა, საწევრო შესატანი ძალიან ძვირია, 5 ათასი ლარი. ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ასეთ ჩემპიონატში მონაწილეობაზე თავი შევიკავეთ.

არადა, "თელასი" ახალი კლუბია, სპონსორობაზე ამხელა კომპანია დავითანხმეთ და წარმოიდგინეთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის რა ძნელი იქნებოდა.

ახლა ჩვენ ფუტსალის ასოციაციის გამგეობისა და ფედერაციის პრეზდენტის ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებას დაველოდებით", - გვითხრა "თელასის" მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული