ახლა თავად გადაწყვიტა აღმასკომიდან გამოსვლა, ფეხბურთის ფედერაციის სამდივნოში შესაბამისი განცხადება შეიტანა და საკითხის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე განხილვა სთხოვა.
"გასული წლიდან აჭარის ავტონომიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ ვარ, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი აღმასკომის წევრის სტატუსით სარგებლობა მიუღებლად მიმაჩნია. აჯობებს, აღმასკომში აჭარის წარმომადგენელი შევიდეს. იქ არ ვარ და ადგილი ტყუილად რატომ უნდა დავიკავო", - გვითხრა ქორიძემ.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა კი 13 თებერვალს
წყალტუბოს "სამგურალისთვის" საკუთრების ფორმის შეცვლა სურთ, რაც ფედერაციის აღმასკომმა უნდა დაადასტუროს. ამიტომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფედერაციას წერილი გაუგზავნა და საკითხის განხილვა სთხოვა.
სოხუმის "აეტმა" კი ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში იმდენი ახალი ფეხბურთელი მიიწვია, საგაზაფხულო ეტაპისთვის განაცხადში ბევრის დამატება მოუწევს. საქმე ისაა, რომ დებულების მიხედვით, განაცხადში 30 მოთამაშეზე მეტის შეყვანის შემთხვევაში, პირველი ლიგის გუნდი ვალდებულია თითოეულ ფეხბურთელზე 300 ლარი გადაიხადოს, "აეტს" კი ძველების ჩათვლით, 36 მოთამაშე ჰყავს და აღამსკომისგან შეღავათს ითხოვს.
აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური საკითხი დადგება გორის "დილას" წინაშეც, რადგან პირველი წრის შემადგენლობიდან ბევრი გაუშვეს და ბევრიც დაიმატეს. უმაღლეს ლიგაში კი 30 მოთამაშეზე მეტის გაცხადებისთვის გუნდმა ყოველ ახალ წევრზე 500 ლარი უნდა გადაიხადოს.
და ბოლოს: 13 თებერვალსვე, ალბათ, ფუტსალის ასოციაციაში არსებულ დაპირისპირებასაც წერტილი დაესმება. ცნობილია, რომ ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრები პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ. მათ წერილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გამოეხმაურა და გადაწყვეტილების მიღებას დღეს აპირებს.
სავარაუდოდ, ყრილობის ჩატარებამდე კი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა შეითავსებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"