ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის დებულების ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც კლუბების წარმომადგენლებს დაურიგდათ შენიშვნებისა და წინადადებების მოსამზადებლად.
ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობა 8 გუნდს სურს. მკაცრ მოთხოვნებს მხოლოდ 4 მათგანი აკმაყოფილებს. ფედერაცია ასეთ გუნდებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებასა და ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას ჰპირდება. ჩემპიონატი კი, ალბათ, ორ
ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად "ქარიშხალაში" ფუტსალის ასოციაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელსაც 9 წევრიდან 5, ანუ ნახევარზე მეტი ესწრებოდა. გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას თქმით, ეს გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებას იძლეოდა.
სხდომას არ ესწრებოდა სფა-ს პრეზიდენტი (რომელიც გამგეობის თავმჯდომარეა). ვიცე-პრეზიდენტის, ირაკლი ქავთარაძის წინადადებით, სხდომის თავმჯდომარედ გამგეობის წევრი ლევან გრიგოლია აირჩიეს.
"ვინაიდან ფუტსალის ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტია, მისი წესდება ფედერაციის წესდებას უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წესდების ახალ პროექტს, რომლის რედაქტირება ფედერაციას ეთხოვა.
გამგეობამ დაადასტურა პატივისცემა კახა დევდარიანისადმი და ამის გამო მისი განცხადება საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
ეს განცხადება იყო პროტესტი ასოციაციაში არსებული მდგომარეობის გამო და ქართული ფუტსალის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბატონ კახას სფა-ს საპატიო პრეზიდენტობა შეუნარჩუნდა.
ამას გარდა, უარყოფითად შეფასდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე და გამგეობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაცია გაუწია, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ზაალ ჩიტალაძეს კონტრაქტი შეუჩეროს.
ვინაიდან საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საშეჯიბრო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩატარება ვერ უზრუნველყო, ეს უფლებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას გადაეცა, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფლებამოსილება კი გაუქმდა.
გამგეობაზე გადაწყდა, რომ ასოციაციის მორიგი კონფერენცია 2012 წლის 10 მარტს ჩატარდება, საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება კი გამგეობის წევრს ლევან გრიგოლიას დაევალა. სხდომის ოქმი დამოწმებულია ნოტარიულად", - ამბობს დარჯანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"