მათ ღია წერილით მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს. ერთ-ერთი ბრალდებაში ეწერა - "ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზაალ ჩიტალაძე ფეხბურთელების ხელფასიდან პროცენტს ითხოვს".
რედაქციაში "ალგოსა" და საქართველოს ნაკრების მოთამაშე არჩილ სებისკვერაძე დაგვიკავშირდა და
"გამგეობის წევრების ბრალდება, რომ ჩიტალაძე ფეხბურთელების ხელფასიდან პროცენტს ითხოვს, ტყუილია. გადამხდელებში გვიგულისხმეს მე, კახა მაისაია და გიორგი ტიკურიშვილი. "ალგომ" სამივე აზერბაიჯანულ კლუბ "ეკოლში" გაგვანათხოვრა. ჯერ ერთი, მე რას ვაკეთებ და ვის ვუხდი ფულს, არავის საქმე არ არის. მეორეც, ზაალ ჩიტალაძეს არც ერთი არ ვუხდით პროცენტებს და ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება.
აზერბაიჯანში წავედით იმ პირობებზე, რომელიც გვაწყობდა. რადგან ასე აინტერესებთ, გეტყვით: "ეკოლში" გაშვებისთვის სამივე "ალგოს" მადლიერები ვართ და მოვილაპარაკეთ, რომ მადლიერება კონკრეტული საქმით გამოგვეხატა და საამისოდ ჩვენი ხელფასებიდან 10-10 პროცენტი კლუბში ჩაგვერიცხა. თანხა ჩვენს მეგობრებს მოხმარდებათ და არა ჩიტალაძესა და ფხოველიშვილს - ეს მათი მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა. ეს ამბავი დამახიჯებულად შეიტყვეს და ჩიტალაძეს ბრალდებად გადაუმოწმებელი ინფორმაცია წაუყენეს".
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე კი ამბობს, რომ ის "ალგოს" აღარ წვრთნის:
"ოქტომბრიდან, ანუ სანაკრებო შესარჩევი ციკლის შემდეგ "ალგოს" მთავარი მწვრთნელი აღარ ვარ, რადგან მსურს ჩემი პროფესია უკეთ ავითვისო და განვვითარდე, როგორც სპეციალისტი. როდესაც სწავლის გაგრძელება გსურს, ამავე დროს კლუბის მწვრთნელობა ძნელია.
ჩემს ადგილზე მეორე მწვრთნელი ნიკოლოზ ჩალაძე დაინიშნა. შეიძლება, მალე სტაჟირებაზე წავიდე რუსეთსა და პორტუგალიაში. ასე რომ, მოთამაშეების პროცენტებთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"