ქვეყნის ცხრაგზის ჩემპიონ "იბერია სტარში" 7 ქართველი და 7 ბრაზილიელი თამაშობს. გუნდი შარშან ზედიზედ მეორედ გავიდა ფუტსალის უეფას თასის ელიტრაუნდში, რაც ამ სახეობაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. რონინიო კი კლუბის ლიდერია და გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ მისი დამსახურებაც იყო ბოლო წლებში "იბერიას" წარმატებები. ისიც, შარშან ელიტ რაუნდის ბოლო ტურში ჩვენმა
"სპორტინგი" დღეს ფუტსალში იგივე ძალაა, რაც დიდი ფეხბურთში "ბარსელონა" და ეს ფრეც დიდი სენსაცია იყო. არადა, საქართველოს ჩემპიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, იგებდა და პორტუგალიელებმა ანგარიში მხოლოდ ბოლო წუთზე გაათანაბრეს.
შევიტყვეთ, რომ რონინიოს ნატურალიზაციის ამბავი გადაწყვეტილია - მან საქართველოს პასპორტი მიიღო.
"რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, რონინიოს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. "იბერია სტარში" მე-5 წელია თამაშობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში დასახლდა, ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს, ქართველ გოგონაზე იქორწინა და, სხვათა შორის, მართლმადიდებლურადაც მოინათლა.
ითამაშებს თუ არა რონინიო საქართველოს ნაკრებში, ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაალ ჩიტალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ დაელაპარაკება, რონინიო სიამოვნებით ითამაშებს", - ამბობს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებამდე ლაპარაკობდა "იბერიას" ლეგიონერების ნატურალიზაციაზე:
"ჩვენი სურვილია, ნაკრების ბირთვს ქართველები შეადგენდნენ, თუმცა უცხოელებზეც არ ვიტყვით უარს. მართალია, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რთული პროცესია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ნაკრებში "იბერია-სტარის" ორი ბრაზილიელი, რონინიო და ბეტინიო ვიხილოთ. არც უცხოელი მეკარე გვაწყენდა. მათი დამატება ნაკრებში კონკურენციის გაზრდის".
რაც შეეხება "იბერია სტარის" სხვა ბრაზილიელების ნატურალიზაციას, დარჯანიას თქმით, შესაძლოა, მალე კიდევ რამდენიმე მათგანმა მიიღოს საქართველოს პასპორტი.
აქვე გეტყვით: გარდა იმისა, რომ რონინიო საქართველოში რამდენიმე წელიწადია ცხოვრობს, წინა სეზონში ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა, ორჯერ ითამაშა ელიტ რაუნდში და 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. რონინიო 1987 წლის 4 აპრილს არის დაბადებული და "იბერიაში" 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"