ქართველები რუსეთის თასს დაეუფლნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: მარჯვნივ ბესო ზოიძე

ფუტსალში რუსეთის თასის მფლობელი "გაზპრომ-იუგრა" გახდა. იუგორსკელებს ურიგო გუნდი არ ჰყავთ, რუსეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ ტიუმენის ოლქის 32-ათასიანი ქალაქის გუნდის წარმატება დიდი სენსაცია აღმოჩნდა.

ამ ამბავით იმიტომ დავინტერესდით, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და დუბლების დამრიგებელი ქართველი სპეციალისტი ბესო ზოიძეა, "იუგრას" ძირითადი მეკარე კი 34 წლის ზვიად კუპატაძეა, რომელიც გუნდში 2004 წლიდან თამაშობს.

რუსეთის ფუტსალის თასის მფლობელი "გაზპრომ-იუგრასა" და მოსკოვის "დინამოს" ორმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვა. იუგორსკელებმა პირველი მატჩი 6:2 მოიგეს და მეორეში წაგების (3:5) მიუხედავად,
თასს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ტიუმენელები ფინალში მესამედ გავიდნენ, მაგრამ თასს პირველად დაეუფლნენ.

"შარშან ფინალში მოსკოვის "დინამომ" ორივეჯერ მოგვიგო. ამიტომ რევანშზე ვფიქრობდით და განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდით. გამართლებაზე ვილაპარაკი უაზრობაა, რადგან ბიჭებმა გასაოცარი ჟინი გამოავლინეს, საკუთარ თავს აჯობეს და გამარჯვება დაიმსახურეს.

ყველაზე მეტად ის მახარებს, დღეისათვის რუსეთის ყველაზე ძლიერი და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი რომ დავამარცხეთ. ფინალში აქამდეც გავსულვართ, ჩემპიონატში საპრიზო ადგილებიც დაგვიკავებია, მაგრამ დღემდე ტიტული არ გვქონდა", - თქვა მატჩის შემდეგ რუსეთის ფუტსალის ასოციაციის ვებგვერდთან ინტერვიუში ბესიკ ზოიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული