საქართველოს ნაკრებს ახალი - უცხოელი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ფიფამ ფუტსალის ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 59-ე ადგილზეა.

ბოლო მონაცემებით, ჩვენი ნაკრები ევროპაში 29-ე ადგილზეა, 15 პოსტსაბჭოურ ქვეყანას შორის კი მხოლოდ მე-10 პოზიციას იკავებს და ტაჯიკეთი და ყირგიზეთიც კი უსწრებს.

პოსტსაბჭოური ქვეყნების რეიტინგი
გუნდი ქულა
4 რუსეთი 1710
8 უკრაინა 1478
15 ბელარუსი 1313
16 აზერბაიჯანი 1295
18 უზბეკეთი 1286
34 ყაზახეთი 1121
40 ყირგიზეთი 1059
48 ლატვია 996
51 ტაჯიკეთი 955
59 საქართველო 912
60 ლიტვა 898
64 მოლდოვა 879
65 თურქმენეთი 877
75 სომხეთი 804
98 ესტონეთი 565

პირველი ათეული
ასე გამოიყურება:

გუნდი ქულა
1 ესპანეთი 2004
2 ბრაზილია 1967
3 იტალია 1762
4 რუსეთი 1710
5 პორტუგალია 1659
6 ირანი 1603
7 არგენტინა 1549
8 უკრაინა 1478
9 პარაგვაი 1396
10 იაპონია 1383

კიდევ კარგი, რეიტინგი გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქეები ხშირად თამაშობენ, საქართველოს ნაკრებს კი ოქტომბერში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ ერთი ამხანაგური მატჩიც არ უთამაშია. ფიფას რეიტინგში კი ასეთი მოცდენა დაქვეითებას იწვევს.

"გაზაფხულზე ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე მოლაპარაკება ამერიკისა და ინგლისის ასოციაციებთან მიმდინარეობდა, მაგრამ წინა ფედერაციამ თავი ვერ მოაბა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წლის ბოლოს იწყება, ამხანაგურების განრიგი კი ჯერ არ დადგენილა. ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისა და 2 ივლისის ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნაკრების თამაშებზე სერიოზულად ვიმუშავებთ.

აქვე გეტყვით, რომ ნაკრებს აუცილებლად ახალ მთავარ მწვრთნელს დავუნიშნავთ, რადგან წინა შესარჩევი ციკლი ჩავაგდეთ. ალბათ, უცხოელ სპეციალისტს მოვიწვევთ. ფაქტია, რომ ფუტსალის ნაკრებს სერიოზული მიხედვა სჭირდება, ეს კრიზისული მდგომარეობა რომ დავძლიოთ", - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა აკა ქავთარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული