ვინ შეაჩერებს "იბერია სტარს"?

AutoSharing Option
18 აპრილს ქუთაისში საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.

რვა ტურის შემდეგ ქულაც არ მოუპოვებია თბილისის "სატრანსპორტო კომპანიას", რომელიც ამჯერად ლიდერ "იბერია სტართან" 0:20 განადგურდა.

ამ უკანასკნელმა ისეთი ტემპი აკრიფა, ახლა საკითხავი ის კი არაა, შეინარჩუნებს თუ არა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, არამედ, სეზონში ერთ შეხვედრას მაინც თუ წააგებს. რეალურად კი ამ გუნდთან კონკურენცია მხოლოდ თსუ-ს შეუძლია.

თელასი-თსუ 2:2
იმერეთი-ალგო 4:12
უნივერსიტეტი-აჭარის ნაკრები 1:6
სატრანსპორტო კომპანია-იბერია სტარი 0:20

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.იბერია სტარი 8 8 0 0 120-17 24
2.თსუ 8 6 1 1 72-24 19
3.თელასი 8 5 1 2 65-31 16
4.ალგო 7 4 0 3 54-27 12
5.იმერეთი 7 3 0 4 41-71 9
6.უნივერსიტეტი 8 2 0 6 25-83 6
7.აჭარის ნაკრები 8 2 0 6 24-82 6
8.სატრანსპორტო 8 0 0 8 26-92 0

მომდევნო, მე-9 ტურის თამაშები 21 აპრილს თბილისში, "არენას" სპორტკომლექსში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული