ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობა მხოლოდ ერთს სურს

AutoSharing Option
მოახლოვდა ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები. შეგახსენებთ, ქართულ ფუტსალში ამტყდარი ხმაურის შემდეგ ასოციაციის ყრილობამ გაიოზ ფხოველიშვილს უნდობლობა გამოუცხადა და 2 ივნისს ახალი არჩევნები დანიშნა.

11 მაისს კი პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის ვადა იწურება. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციის გამგეობის წევრს გიორგი დარჯანიას შევეხმიანეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი განაცხადია შესული - საპრეზიდენტო კანდიდატურა მხოლოდ გამგეობის წევრმა ლევან გრიგოლიამ წარადგინა.

ერთი საინტერესო ამბავიც: დარჯანიას თქმით, ლევან გრიგოლიას ერთადერთ კანდიდატად ყოფნა არ სურს და თუკი 11 მაისის საღამომდე ასოციაციის სამდივნოში სხვა განაცხადი არ შევა, გრიგოლია
გამგეობას ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით აკა ქავთარაძე ასრულებს. მან კი წინასწარ განაცხადა, რომ პრეზიდენტობას არ აპირებს და კანდიდატურას არ წამოაყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული