საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე დავით კეფაშვილი ბელგრადის "მარბო ინტერმეცოში" თამაშობს და ახლახან სერბეთის თასის მფლობელი და ჩემპიონატის მეორეადგილოსანი გახდა.
21 წლის მეკარე ამ შედეგით მაინც უკმაყოფილოა:
"შარშანაც იგივე შედეგი გვქონდა, ამიტომ წელს ჩვენი პროგრამა მინიმუმი ჩემპიონობა იყო. გულშემატკივარიც იგივეს მოითხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.
ზედიზედ მესამე
ნაკრების მეკარე საკუთარ ამბებზეც გველაპარაკა:
"მეორე წელია, "მარბო ინტერმეცოში" ვთამაშობ. ბელგრადის კლუბია და მრავალი გულშემატკივარი ჰყავს. მე ჯერ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ ვარ, ჩემი კონკურენტი სერბეთის ნაკრების მეორე მეკარე ნიკოლა იოსიმოვიჩია. თუმცა მწვრთნელი მენდობა და სათამაშო პრაქტიკა მაინც მაქვს. ეს კი ჩემთვის მთავარია.
საქართველოს ნაკრებშიც არ მაქვს გარანტირებული ადგილი, მაგრამ ბოლო ორ შესარჩევ ციკლში მიწვევდნენ. ვნახოთ, თავს თუ გამოვიჩენ, ალბათ, დამიფასდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"