ფეხბურთელობისას ბენატის უმაღლესი მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონობა იყო. 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ მასპინძელი ჰოლანდია 2:1 რომ დაამარცხა, გამარჯვების გოლი სწორედ ბენატიმ გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!
მწვრთნელის პოსტზე მას უმუშავია იტალიურ "მარკასა" და რუსულ ნორილსკის "ნიკელში".
შეგახსენებთ, რომ აქამდე "იბერიას" ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი ოლეგ სოლოდოვოიკი ავარჯიშებდა, რითაც საქართველოს ჩემპიონის ხელმძღვანელობა სამართლიანად ამაყობდა.
მაგრამ ბრაზილიელი სულ სხვა რანგის სპეციალისტია - მთავარი მწვრთნელის
სწორედ ამის შემდეგ დაასახელა ფიფამ მსოფლიოს სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის.
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია ამბობს:
"ასეთი რანგის მწვრთნელი საქართველოში ჯერ არცერთ სახეობაში გვყოლია. ბენატიმ ფუტსალში მიაღწია მწვერვალებს, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმაც.
ერთ-ერთი ასეთი პიროვნება კლასიკურ ფეხბურთში ასევე ბრაზილიელი, ლეგენდარული მწვრთნელი მარიო ზაგალო იყო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი.
დიდი ფეხბურთელი იყო კრუიფი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი ვერცერთ რანგში ვერ გახდა. ბენატიმ კი ეს ფუტსალში შეძლო.
ასე რომ, მისი ჩამოყვანა უზომოდ მახარებს და მაიმედებს, რომ "იბერია სტარი", რომელიც დღეს უკვე ევროპის მოწინავე გუნდებს შორის არის, გაცილებით მაღალ დონეზე ათამაშდება".
ბრაზილიელ სპეციალისტთან დაკავშირება მოვახერხეთ და მცირე კომენტარი ჩამოვართვით.
მაშ ასე, რამ გადააწყვეტინა საქართველოში მუშაობა და რა იმედებით მოდის გუნდში?
"ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მოხარული ვარ "იბერიას" შემოთავაზებითა და ამ გუნდში მუშაობის პერსპექტივით.
შემოთავაზებამდეც ვიცოდი, რომ ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იმედია, ჩვენ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
საქართველოში 15 ივლისს ჩამოვდივარ და ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად თბილისში ვილაპარაკოთ", - გვითხრა ბენატიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"იბერია სტარმა" უეფას თასზე მეტოქეების ვინაობა შეიტყო
"იბერია სტარი" ჩემპიონია!
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ელიტრაუნდს საქართველო უმასპინძლებს?
ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება