სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!

AutoSharing Option
"იბერია სტარს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონს 47 წლის ბრაზილიელი სერჟიო ბენატი გაწვრთნის.

ბენატი უკვე საქართველოში ჩამოვიდა და 15 ივლისს "იბერიას" ოფისში კლუბის პრეზიდენტმა ვატო წერეთელმა წარადგინა:

- ბენატი არის ცნობილი სპეციალისტი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი. 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სადაც ფინალში ბრაზილიამ ჰოლანდია სწორედ მისი გოლით დაამარცხა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

მწვრთნელობის დროს კი ყველაზე დიდი ტიტული 2005 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიური "შარლერუა" ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული გახადა.

ფიფამ მსოფლიოს სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა და
თამამად ვიტყვი, რომ ტოპ-მწვრთნელებში შედის. ბოლო ორი წელია, სულ ნახევარი ნაბიჯი გვაშორებდა ოთხთა ფინალში მოხვედრამდე. ამიტომ ჩამოვიყვანეთ ტოპ-მწვრთნელი და იმედია, საქართველოს დიდ სიხარულს მივანიჭებთ.

სერჟიო ბენატი:
- დიდი მადლობა მსურს გადაგიხადოთ მოწვევისთვის. რამდენიმე წელია, რაც საქართველოში მუშაობას მთავაზობდნენ, მაგრამ იყო პატარა პრობლემები, რის გამოც ვერ მოვდიოდი.

ახლა ეს ნაბიჯი გადავდგით და ვიცი, რომ "იბერიას" ხელმძღვანელების ოცნება ოთხთა ფინალში მოხვედრაა. დიდი ხანია, გუნდი ამისთვის იბრძვის. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ ძლიერ კლუბში რომ ვიმუშავებ.

აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ოთხთა ფინალში გასვლაზე ერთად ვიზრუნოთ და მგონია, რომ ერთად მოვესწრებით"იბერიას" ოცნების ახდენას.

- "იბერიაში" ბევრი ბრაზილიელი თამაშობს: რომელიმესთან ხომ არ გიმუშავიათ?
- დიახ, ადრე ჩემი მოთამაშე ბრუნო მელო იყო.

- ჩვენთვის ცნობილია, სად მუშაობდით, მაგრამ ბოლო პერიოდში თქვენს საქმიანობაზე ბევრი არაფერია ცნობილი...
- ევროპაში - "შარლერუაში", იტალიურ "მარკაში", ნორილსკის "ნიკელში", ბოლოს კი ბრაზილიურ "სან პაულუში", რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი გრანდია.

ლევან ცქიტიშვილი, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი:
- წარმატება მინდა ვუსურვო "იბერიას" და მის ახალ მწვრთნელს. მჯერა, ამ მშვენიერ კლუბს დრო სჭირდება და ოთხთა ფინალში აუცილებლად მოხვდება.

ასეთი სოლიდური მწვრთნელის ჩამოყვანა კი კლუბის თავკაცების სერიოზულ განზრახვაზე მეტყველებს.

სერჟიო ბენატი: ერთად ავიხდინოთ ოცნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერჟიო ბენატი "იბერია სტარში" - ამ რანგის მწვრთნელი საქართველოს არცერთ სახეობაში ჰყოლია
"იბერია სტარმა" უეფას თასზე მეტოქეების ვინაობა შეიტყო
"იბერია სტარი" ჩემპიონია!
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ელიტრაუნდს საქართველო უმასპინძლებს?
ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული