ბესო არველაძის გაწვრთნილებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, მოუგეს მასპინძელ კორდობელ და ლირველ სტუდენტებს, დამარცხდნენ ფინელებთან და 1/4-ფინალში გავიდნენ.
პოლონეთის წარმომადგენლებმა თსუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - 10:3, მაგრამ ქართველებმა ნახევარფინალში ციმბირის უნივერსიტეტის (რუსეთი) ბარიერი ვეღარ დაძლიეს და 2:3 დამარცხდნენ.
მესამე ადგილისთვის მატჩში თსუ ისევ მასპინძელ კორდობას უნივერსიტეტს შეხვდება, რომელსაც ჯგუფში 6:5 სძლია.
უნივერსიადის გამარჯვებულს კი მინიოსა (პორტუგალია) და ციმბირის უნივერსიტეტის ფინალური შეხვედრა გაარკვევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"