საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ჩვენი ნაკრების მოსამზადებლად თადარიგი აქედანვე დაიჭირა და ცნობილია, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი 25 და 26 ოქტომბერს საკონტროლო მატჩებს ლისაბონში პორტუგალიასთან ჩაატარებს.
სექტემბერში სპარინგებს გვთავაზობს აფრიკის უძლიერესი ნაკრები ლიბია, რომელიც მზად არის, თბილისში გვესტუმროს.
ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, საკონტროლო შეხვედრების თაობაზე მოლაპარაკება კიდევ ორ ქვეყანასთან მიმდინარეობს:
"თებერვლის ფანჯრის დროს ბელგრადში
ამას გარდა, 2013 წლის აპრილში ევროპული ტურნე დაგეგმა ახალი ზელანდიის ფუტსალის ნაკრებმა და ჩვენს გუნდს შესაძლო მეტოქედ განიხილავენ. ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში პირველი საფეხურის სკოლებში ფუტსალი, როგორც სასწავლო საგანი, ისეა შეტანილი".
ამჟამად ფუტსალის ასოციაციაში საქართველოს ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქების იმედი აქვთ და მაგალითიც მოჰყავთ: ტელეკომპანია SKY-მ დაასრულა მოლაპარაკება და ხელშეკრულება გააფორმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ფუტსალის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტელეტრანსლირებაზე, რაც ინგლისური ფუტსალის პოპულარიზაციისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
ცხადია, ბრიტანელთა დარ შეთანხმებაზე და მით უფრო, თანხაზე ლაპარაკი საქართველოში ნაადრევია, მაგრამ ჩვენი ფუტსალის შეფებს იმედი აქვთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ახალ სეზონს რომელიმე ქართული არხი გააშუქებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ფუტსალის ნაკრების გეგმები - ჯერ პორტუგალია, მერე ლიბია
ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება