"იბერია სტარმა" "გაზპრომის" გუნდი დაამარცხა და "ლვოვშჩინას თასს" დაეუფლა

AutoSharing Option
ლვოვში მიმდინარე ფუტსალის საერთაშორისო ტურნირი "იბერია სტარის" ჩინებული გამარჯვებით დასრულდა.

ჯგუფური ეტაპის 100-პროცენტიანი შედეგით გამარჯვებულმა საქართველოს ჩემპიონმა ფინალში რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ტიუმენის ოლქის "გაზპრომ-იუგრას" 3:2 მოუგო და "ლვოვშჩინას თასს" დაეუფლა.

"გაზპრომის" დაფინანსებულ კლუბს რომ არ გაუჭირდება, ისედაც ცხადია. გუნდში 4 ბრაზილიელი ლეგიონერი თამაშობს: რობინიო, ედერ ლიმა, კატატა და ფერნანდო.

ედერ ლიმა
ევროპის "ოქროს ბუცის" მფლობელია, ხოლო რობინიოს თავის დროზე ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და მაშინ მისი მწვრთნელი "იბერიას" ახლანდელი დამრიგებელი სერჟიო ბენატი იყო.

თავიდან ბესიკ ზოიძის გაწვრთნილი "იუგრა" დაწინაურდა,
მაგრამ გოლი ძალზედ საეჭვო გამოდგა: დმიტრი ლისკოვის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ იატაკზე დაეცა, მსაჯმა კი გოლი დააფიქსირა.

თავად რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც ვერ ამტკიცებს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

თბილისელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა აუგუსტომ წონასწორობა წამებში პენალტით აღადგინა. ტაიმის მიწურულამდე "გაზპრომ-იუგრას" ქართველი მეკარის, ზვიად კუპატაძის კარი მეორედაც აიღო და "იბერია" 2:1 დაწინაურდა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. ლუსიომ მესამედაც აიღო მოწინააღმდეგის კარი. შეხვედრის მიწურულს კი რუსებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

"იბერია": სელიო, აკოფოვი, ჯამბურია – რომარიო, ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ჯვარაშვილი, რონინიო, ბეტო, ლუსიო, აუგუსტო, ბრუნო მელო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული