"იბერია სტარი" უეფას თასის შესარჩევს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში "იბერია სტარი" 3 სექტემბერს, გამთენიისას თბილისი-სტამბული-ლუბლიანას რეისით სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც 5 სექტემბერს ევროპის უეფას თასის პირველი შესარჩევი ციკლის მატჩები იწყება.

"მართალია, უეფას კანონებით, ჩასვლა 4 სექტემბერს გვეკუთვნოდა, მაგრამ ერთი დღით ადრე გავემგზავრეთ, რადგან დასასვენებლად ზედმეტი დრო გვქონდეს.

მოგეხსენებათ, თბილისიდან ევროპაში წასვლა მოუხერხებელია. გზისა და აეროპორტში ლოდინის გათვალისწინებით, დაახლოებით 12 საათი დაგვჭირდება.

5 სექტემბერს, ჩვენი დროით 21 საათზე, პარიზის "სპორტინგს" ვეთამაშებით. ფრანგებს ჰყავთ 4 ესპანელი, 2 ბრაზილიელი და 3 პორტუგალიელი ლეგიონერი. ამათგან გამოკვეთილი ლიდერები ბრაზილიელები არიან.

მეორე შეხვედრა
6 სექტემბერს საბერძნეთის ჩემპიონთან გვაქვს. ბოლოს, 8 სექტემბერს მასპინძლებს, სლოვენიის ოქროსმედალოსნებს დავუპირისპირდებით.

მასპინძლები რეპორტაჟებს არ გადასცემენ, მაგრამ ველაპარაკე ტურნირის დირექტორს და შევუთანხმდი, რომ "იბერია" საკუთარი ხარჯებით და ტექნიკური რესურსებით გადასცემს ჩვენი თამაშების ტელერეპორტაჟებს, რომელსაც ჩვენს საიტზე შემოგთავაზებთ.

აქვე გეტყვით, რომ "იბერია სტარმა" ელიტ-რაუნდის მასპინძლობაზე განაცხადი ჯერ კიდევ ივლისში შეიტანა. რამდენიმე დღის წინათ უეფადან მოვიდა დამატებითი ანკეტები, რომელიც 4 სექტემბრამდე უნდა გავაგზავნოთ. ელიტ-რაუნდის მასპინძელ 4 ქალაქს კი 11 სექტემბრამდე დაასახელებენ.

13 სექტემბერს ნიონში წილისყრა გაიმართება, რომელსაც "იბერიას" პრეზიდენტი ვატო წერეთელი დაესწრება.

1 სექტემბერს დავასრულეთ მუშაობა გუნდის ახალ კლიპზე. ამ დონის კლიპი სპორტულ თემატიკაზე საქართველოში არასდროს გადაღებულა. კლიპის სახელია "დაბადებული გამარჯვებისთვის"
, - გვითხრა "იბერიას" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული