მანამდე სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა საბერძნეთის ჩემპიონი "ათინა 90" 3:1 დაამარცხეს. მართალია, რომარიოს გოლის შემდეგ ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ საქართველის ჩემპიონმა უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
იბერია სტარი-ათინა 90 (საბერძნეთი) 3:1
გოლები: 1:0 რომარიო (5), 1:1 მურდუკატისი (17), 2:1 აუგუსტო (23), 3:1 ლუსიო (28).
"იბერია": სელიო, ბეტინიო, აუგუსტო, რონინიო, ბრუნო მელო - აკოპოვი (მ), ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ლუსიო, რომარიო.
* * *
დასკვნით
სლოვენიელები კაპიტანმა იგორ ოსრედკარმა დასაწყისშივე დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მანვე "ლიტიას" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
საქართველოს ჩემპიონმა სხვაობა მხოლოდ 36-ე წუთზე ლუსიოს გოლით შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა.
ბოლო წუთზე არბიტრმა ონდრეი ჩერნიმ რონინიოს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მოედნიდან გააძევა და ყველაფერი ცხადი გახდა. "ლიტია" ელიტრაუნდში გამარჯვებულის სტატუსით გავიდა, "იბერია" კი მეორეადგილოსანია.
იბერია სტარი-ლიტია (სლოვენია) 1:2
გოლები: 0:1 ოსრედკარი (4), 0:2 ოსრედკარი (29), 1:2 ლუსიო (36)
"იბერია": სელიო, ბეტინიო, აუგუსტო, რონინიო, ბრუნო მელო - აკოპოვი (მ), ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ლუსიო, რომარიო.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში პარიზის "სპორტინგმა" "ათინა 90"-ს 7:1 მოუგო და ადგილები ასე განაწილდა:
ფუტსალი. უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.ლიტია 3 2 1 0 12-6 7
2.იბერია 3 2 0 1 7-5 6
3.სპორტინგი 3 1 1 1 12-7 4
4.ათინა-90 3 0 0 3 4-17 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"