თბილისში ლისაბონის "ბენფიკა" გვესტუმრება - "იბერია სტარი" უძლიერესთა შორის მოხვდა

AutoSharing Option
13 სექტემბერს უეფა-ში ფუტსალის თასის ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართა. უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხი კლუბი ამ უფლებას შესარჩევში მონაწილეობის გარეშე დაეუფლა - "ბარსელონა", "კაირატი", "მურსია" და "ბენფიკა".

დანარჩენები კი ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები ან მეორეადგილოსნები იყვნენ.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ შესარჩევი ეტაპის მეტოქეები. საქართველოს ჩემპიონი სლოვენიურ "ლიტიას" ასცდა. ამას გარდა, ცნობილი იყო, რომ არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო უეფა ერთად არც საქართველოსა და რუსეთის კლუბებს ათამაშებდა და მოსკოვის "დინამოც" ავირიდეთ.

საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" უძლიერეს გუნდებთან მოხვდა: D ჯგუფში ითამაშებენ:
"იბერია სტარი", პორტუგალიის ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ლისაბონის "ბენფიკა", იტალიური "ლუპარენსე" და უნგრული "დიორი ეტო".

ჯგუფიდან ოთხთა ფინალში მხოლოდ გამარჯვებული გადის, რაც ჩვენს შემთხვევაში უმძიმესი ამოცანა არის, მაგრამ ჩვენ ხელს ის გვიწყობს, რომ ელიტრაუნდის ჯგუფურ მატჩებს 9-14 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სხვა ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A. "ბარსელონა" (ესპანეთი), "ლიტია" (სლოვენია)*, "არაზი" (აზერბაიჯანი), "სპლიტი" (ხორვატია)
B. "კაირატი" (ყაზახეთი), "ეკონომაცი" (სერბეთი)*, "სლოვ-მატიკი" (სლოვაკეთი), "ხრუდიმი" (ჩეხეთი)
C. "მურსია" (ესპანეთი)*, "დინამო" (რუსეთი), "ენერგია" (უკრაინა), "ნიკარსი" (ლატვია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული