ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადაიდო

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ზაფხულში ითქვა, რომ რუსთავის "მეტალურგი" საკუთარ გუნდს ფუტსალის ჩემპიონატშიც წარადგენდა, მაგრამ საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ საიუბილეო მე-20 ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდები დაასახელა და მათ შორის რუსთაველები არ იყვნენ.

"ასეთი სურვილი ნამდვილად გვქონდა, ვილაპარაკეთ და ჯერჯერობით ეს თემა შეჩერებულია, რადგან ინტერესი უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებს არ გამოუხატავთ.

ჩვენი თავშეკავება იმან გამოიწვია, რომ ძნელია უცებ ჩამოაყალიბო კლუბი, რომელიც ფუტსალის ჩემპიონატის ლიდერებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.

ჯერ არც მწვრთნელის კანდიდატურა გვყავს და არც შემადგენლობა. ტყუილად რომ გასულიყვნენ და დიდი ანგარიშებით წაეგოთ, ამით კლუბის
იმიჯი შეილახებოდა"
, - გვითხრა "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტმა აკა ქავთარაძემ.

"მეტალურგის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გახლავთ და გვითხრა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყება კიდევ ერთხელ გადაიდო:

"ტურნირი ჯერ 23 სექტემბერს უნდა დაგვეწყო, შემდეგ კი 27-ში გადავწყვიტეთ, მაგრამ ახლა შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ 10 დღეში აიღოს სტარტი.

ყველამ იცის, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში და ვამჯობინეთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დავიწყოთ. ერთი ტურის ჩატარებას აზრი არ ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ გვინდა, "იბერია სტარს" ელიტრაუნდისთვის მზადებაში ხელი შევუწყოთ. თამაშები სპორტის სასახლეში 10, 11 და 13 ოქტომბერს გაიმართება. საამისოდ საქართველოს ნაკრებიც შეიკრიბება და ჩვენს ჩემპიონს სპარინგის საშუალება მაინც ექნება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული