სწორედ ამ მიზნით შაბათს "არენაში" "იბერია სტარმა" საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურად ითამაშა: თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო ბენატიმ მატჩი მოსამზადებლად გამოიყენა, ხოლო ნაკრების დამრიგებლებმა, ავთანდილ ასათიანმა და ბესო არველაძემ კანდიდატების მზადყოფნა შეამოწმეს.
"იბერიადან" ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს მეკარე ჯამბურიამ და ჯვარაშვილმა. თუმცა ჩემპიონს ეხმარებოდნენ ნაკრების ლიდერები, ალთუნაშვილი
"იბერია", რომლის შემადგენლობაშიც მრავალი ბრაზილიელია, უპირატესობას ფლობდა და 4:1 გაიმარჯვა. "იბერიადან" გაიტანეს ბრუნო მელომ (2), ალეკო ძაბირაძემ და აუგუშტომ, ნაკრებიდან - გიორგი ტიკურიშვილმა.
"ჩვენს ჩემპიონს წარმატება მინდა ვუსურვო ელიტრაუნდში. რაც შეეხება ნაკრებს, მას დიდი პოტენცია გააჩნია, მაგრამ მეტი საერთაშორისო ამხანაგური თამაში სჭირდება", - თქვა მატჩის შემდეგ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა.
ავთანდილ ასათიანი:
"მომეწონა ბიჭების შემართება. იმედია, შეხვედრა ორივეს წაგვადგება, რადგან დავინახეთ ჩვენი სუსტი თუ ძლიერი მხარეები".
სერჟიო ბენატი:
"საქართველოს ნაკრების დაცვითი ხაზი საკმაოდ ძლიერია და რაც მთავარია, მიმაჩნია, რომ ყველა მოთამაშე ინდივიდუალურად ძლიერია და მეტოქეებს დიდ საფრთხეს შეუქმნიან".
ცხადია, ბრაზილიელ ლეგიონერებთან ჩვენი ნაკრების წევრები დაიჩრდილნენ. თუმცა ღირს თუ არა მათი მასობრივი ნატურალიზაცია?
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "ბენფიკას" ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად ჩინეთში მოღვაწე ანდრე ლიმა ამბობს:
"მომავალი არა აქვს ფედერაციას, რომელიც ფუტსალის ნაკრების გაძლიერებას ნატურალიზაციის საშუალებით ხედავს. ნატურალიზება მაშინაა დასაშვები, თუ მოთამაშეს სახელმწიფოსთან დაზუსტებულად აქვს წინაპრების კავშირი. და თუ მაინც აირჩევთ ამ გზას, თქვენ ვერასდროს განვითარდებით".
ჩვენი ფუტსალის ასოციაციას "იბერიას" 2-3 ლეგიონერის ნატურალიზაცია სურს, მაგრამ მათ მასობრივ დამატებაზე უარს ამბობს და როგორც ჩანს, რთულ გზას ირჩევს და უფრო მნიშვნელოვნად საკუთარი რესურსის ათვისებას მიიჩნევს.
ახლა ასოციაცია ფეხბურთის ფედერაციის პასუხს ელის, რომ პორტუგალიაში მივლინება დაუფინანსოს. არადა, ორგანიზაციის წლის ბიუჯეტი 100 000 ლარია, რაც ნაკრებს თამაშების ჩატარების მწირ შანსს აძლევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვატო წერეთელი: ქართულ ფუტსალში გამყინვარება დასრულდა