"იბერია სტარის" მეტოქეები არიან პორტუგალიური "ბენფიკა", იტალიური "ლუპარენსე" და უნგრული "დიორ ეტო". ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად საქართველოს ჩემპიონს პირველი ადგილის დაკავება სჭირდება.
ასე რომ, უმძიმესი ბრძოლებია მოსალოდნელი: "ბენფიკა" ევროპის ფუტსალის გრანდია, "ლუპარენსე" კი იტალიის ნაკრების საბაზო გუნდი გახლავთ - ორი კვირის წინ იტალიის ეროვნული ნაკრები სერბეთს ამხანაგურად რომ ესპარინგა, მის შემადგენლობაში "ლუპარენსეს" 8 მოთამაშემ ითამაშა. იტალიელებმა 2:1 და 3:2 მოიგეს.
უეფას თასის ელიტრაუნდის D ჯგუფი. მატჩების განრიგი:
თბილისი. სპორტის სასახლე
11 ოქტომბერი
15:45 ბენფიკა-დიორ ეტო
18:15 იბერია სტარი-ლუპარენსე
12 ოქტომბერი
15:00 ლუპარენსე-ბენფიკა
17:30 იბერია სტარი-დიორ ეტო
14 ოქტომბერი
15:45 დიორ ეტო-ლუპარენსე
18:15 ბენფიკა-იბერია სტარი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"