"იბერია სტარს" უეფას თასის ელიტრაუნდის კალენდარი დაუდგინეს

AutoSharing Option
უეფასთან და გუნდებთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდის D ჯგუფის მატჩებს თბილისის სპორტის სასახლე 11-დან 14 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.

"იბერია სტარის" მეტოქეები არიან პორტუგალიური "ბენფიკა", იტალიური "ლუპარენსე" და უნგრული "დიორ ეტო". ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად საქართველოს ჩემპიონს პირველი ადგილის დაკავება სჭირდება.

ასე რომ, უმძიმესი ბრძოლებია მოსალოდნელი: "ბენფიკა" ევროპის ფუტსალის გრანდია, "ლუპარენსე" კი იტალიის ნაკრების საბაზო გუნდი გახლავთ - ორი კვირის წინ იტალიის ეროვნული ნაკრები სერბეთს ამხანაგურად რომ ესპარინგა, მის შემადგენლობაში "ლუპარენსეს" 8 მოთამაშემ ითამაშა. იტალიელებმა 2:1 და 3:2 მოიგეს.

"დიორ ეტოსთან" კი გასულ წელს "იბერია" ელიტრაუნდში დამარცხდა.

უეფას თასის ელიტრაუნდის D ჯგუფი. მატჩების განრიგი:
თბილისი. სპორტის სასახლე
11 ოქტომბერი
15:45 ბენფიკა-დიორ ეტო
18:15 იბერია სტარი-ლუპარენსე

12 ოქტომბერი
15:00 ლუპარენსე-ბენფიკა
17:30 იბერია სტარი-დიორ ეტო

14 ოქტომბერი
15:45 დიორ ეტო-ლუპარენსე
18:15 ბენფიკა-იბერია სტარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული