ამჯერად, "იბერია სტარმა" მცირე ნაბიჯი გადადგა, ფინალური ოთხეულისკენ მიმავალი გზა გაირთულა და შეძლებს თუ არა მიზნის მიღწევას, ეს ბოლო ტურში გაირკვევა.
სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა შეხვედრა ამჯერადაც შეტევებით დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. უნგრელები თავიდან დაბნეულები ჩანდნენ: ეს იმ ორ ეპიზოდში გამოჩნდა, კარის წინ ჩვენებს ბურთი რომ ჩააბარეს, მაგრამ იბერიელებმა ამ საჩუქრით ვერ ისარგებლეს და
რობერტო ბეტინიომ წონასწორობა მალე აღადგინა და "იბერია" კვლავ დომინირებდა, მაგრამ სტუმრები აზრიანად თამაშობდნენ და სწრაფი კონტრშეტევებით მასპინძლებს თავსატეხს ხშირად უჩენდნენ. ჩვენებს კი შეტევების სწრაფად განვითარება უჭირდათ.
პირველი ტაიმის დასრულებამდე "დიორ ეტოს" ესპანელმა ლეგიონერმა გარიდო ისიმ სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მეორე ნახევარი დაძაბული გამოდგა, "იბერიას" უპირატესობა უფრო აშკარა გახდა, მაგრამ უნგრელთა მეკარე ზოლტან ბოლაჟი ჩინებულად თამაშობდა. თუმცა, 31-ე წუთზე "დიორი" მაინც ვერ გადაარჩინა, როდესაც რაფამ ფლანგზე გარღვევის შემდეგ კუთხეში ტექნიკურად დაურტყა 2:2.
ჩვენგან განსხვავებით, უნგრელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ და ბოლოს მეკარე მოთამაშით შეცვალეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ფრეს დასჯერდნენ.
ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდი
იბერია სტარი (საქართველო)-დიორ ეტო (უნგრეთი) 2:2
გოლები: 0:1 დროტი (7), 1:1 რონინიო (8), 1:2 ისი (18), 2:2 რაფა (31).
იბერია სტარი: სელიო, ბეტინიო, რონინიო, აუგუსტუ, ბრუნო მელო, რომარიო; აკოპოვი, ლუსიო, რაფა, ძაბირაძე, ფუსტე, ჟილი, ალთუნაშვილი, სილვა.
მწვრთნელი: ს. ბენატი
დიორ ეტო: ბოლაჟი, ლუკე, ალ-იოანი, ხუანრა, აგიარი; მოტკოვიჩი, ლოუდი, სელი, ხარნიში, დროტი, მარტინში, ხორვატი.
მწვრთნელი: მ. ლოპესი
გაფრთხილება: რომარიო - ალ-იოანი, ხუანრა
არბიტრები: ლ. პეშკო (სლოვაკეთი), გ. ბაუერფრენდი (ავსტრია)
* * *
ბენფიკა (პორტუგალია)-ლუპარენსე (იტალია) 3:2
გოლები: 0:1 კაპუტო (1), 1:1 ნენე (12), 1:2 პედოტი (22), 2:2 მარინიო (34), 3:2 ტეკა (38).
მეტოქეებს ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. გათამაშების ფავორიტი "ბენფიკა" შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე აგებდა, მაგრამ იტალიელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ბოლო ტურში ერთად-ერთი "ლუპარენსეა", რომელსაც ფინალურ ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსიც გადაეწურა.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | იბერია | 2 |
1 | 1 |
0 | 8-3 | 4 |
2. | ბენფიკა | 2 |
1 |
1 | 0 | 6-5 | 4 |
3. | დიორი ეტო | 2 |
0 | 2 |
0 | 5-5 | 2 |
4. | ლუპარენსე | 2 |
0 | 0 | 0 | 3-9 | 0 |
14 ოქტომბერი
15:00 ლუპარენსე- დიორი ეტო
18:15 იბერია სტარი-ბენფიკა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"იბერია სტარი" ნამდვილი ფავორიტია, "ბენფიკამ" წაიბორძიკა