ტაილანდში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ეს პორტუგალიელთა ბოლო შეხვედრა იქნება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მისმა თანაშემწემ ბესო არველაძემ ფეხბურთელები სექტემბრის ბოლოს შეკრიბეს და გუნდს სპორტკომპლექს "არენაში" ამზადებდნენ.
საბოლოოდ, გაფართოებული სიიდან ასათიანმა პორტუგალიაში შემდეგი მოთამაშეები წაიყვანა:
მეკარეები: ზაქაიძე (თსუ), ჯამბურია ("იბერია სტარი");
მოედნის მოთამაშეები: ასათიანი, ხოსრუაშვილი, სოზაშვილი, შელეგია (ყველა - "თელასი"), ჭანუყვაძე, ბობოხიძე, ჯაფარიძე, კაკაბაძე, კობაიძე (თსუ), სებისკვერაძე,
ნაკრებს ამჯერადაც ვერ დაეხმარებიან კვიპროსის "ომონიას" ლიდერები, დევდარიანი და თოთლაძე, აგრეთვე, "იბერია სტარის" ტრავმირებული მოთამაშე ძაბირაძე.
შემადგენლობა დაასახელა პორტუგალიელთა თავკაცმა ჟორჟ ბრაზიმაც:
მეკარეები: ბებე ("ბენფიკა"), ჟოაო ბენედიტუ ("სპორტინგი").
მოედნის მოთამაშეები: გონსალო ალვეში, მარინიო, ჟოელ კეირუში (ყველა - "ბენფიკა"), ჟო ლეიტაო, ჟოაო მატოში, პაულინიო, პედრო კარი (ყველა - "სპორტინგი"), ანდრე სოუზა ("ოპერარიო"), კარდინალი ("რიუ ავე"), არნალდო ("ნიკარსი"), რიკარდინიო ("ნაგოია ოუშენსი").
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"