ავთანდილ ასათიანი: შევეცდებით, პორტუგალიელებს ნერვები მოვუშალოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 22 ოქტომბერს პორტუგალიაში ჩაფრინდა და ლისაბონში სასტუმრო "სანა სილვერ კოსტში" დაბინავდა. 24 და 25 ოქტომბერს "ჯვაროსნები" პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურად ესპარინგებიან.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მისმა თანაშემწემ ბესო არველაძემ ფეხბურთელები უკვე ავარჯიშეს.

"პორტუგალიელებმა ძალიან კარგი საცხოვრებელი და მოსამზადებელი პირობები დაგვახვედრეს. მგზავრობა ხანგრძლივი გამოდგა და ბიჭები დაიღალნენ. ამიტომ 22 ოქტომბერს აღდგენითი ვარჯიში გვქონდა და ფეხბურთელები სრულად არ დამიტვირთავს.

24 ოქტომბერს კი ჩვეულებრივად ვივარჯიშეთ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე კი გვყავს, მაგრამ შევეცდებით, პორტუგალიელებს ნერვები
მოვუშალოთ" - გვითხრა ასათიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული