საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში 10 ნოემბერს დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში 10 ნოემბერს დაიწყება. ინფორმაცია ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა, გიორგი დარჯანიამ მოგვაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყება 23 სექტემბერს იგეგმებოდა, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში "იბერია სტარი" ელიტრაუნდის მატჩებს ატარებდა და მისი კალენდრის გათვალისწინებით, ჩემპიონატი გადაიდო.

ჩემპიონატის პირველი ტური სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება და შემდეგი გუნდები დაწყვილდნენ:

სტუ თელასი-GIEC 11:30
თსუ-"იბერია სტარი" 14:00
"სოკარი"-"თელავი" 16:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული