ფუტსალის ჩემპიონატში "იბერია" და "თელასი" ლიდერობენ

AutoSharing Option
ფუტსალში XX საიუბილეო ჩემპიონატის I წრის III ტურის შეხვედრები კვლავ სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართა.

სენსაცია არ მომხდარა, ჩემპიონმა "იბერიამ" თელავის "ბურჯს" დამაჯერებლად მოუგო - 12:0.

მეორე ლიდერმა, "თელასმაც" გაიმარჯვა, თუმცა "სოკარის" დამარცხება ძალიან გაუჭირდა - 2:1.

სამაგიეროდ, GIEC-ის წინააღმდეგობის დაძლევა არ გასჭირვებია თსუ-ს - 8:1.

სატურნირო ცხრილი
1. "იბერია" 3 3 0 0 24-5 9
2. "თელასი" 3 3 0 0 12-3 9
3. თსუ 3 2 0 1 18-10 6
4. "სოკარი" 3 1 0 2 16-11 3
5. GIEC 3 0 0 3 2-17 0
6. "თელავი" 3 0 0 3 5-31 0

სამი ტურის შემდეგ ჩემპიონატის ბომბარდირები არიან "იბერიას" მოთამაშეები: ფუსტე - 6 გოლი, ალექსანდრე ძაბირაძე - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული