ფუტსალში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკრების მე­ტო­ქე­ე­ბი გა­ირ­კ­ვა

AutoSharing Option
4 დეკემბერს ჟე­ნე­ვა­ში ევ­როპის 2014 წლის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის კენ­ჭის­ყ­რა გა­ი­მარ­თა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში 45 გუნ­დი ჩა­ერ­თ­ვე­ბა, ანუ ნაკ­რე­ბე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი B ჯგუფ­ში ითა­მა­შებს:

წი­ნას­წა­რი ეტა­პი (22-27 იან­ვა­რი)
ჯგუ­ფი A: საფ­რან­გე­თი*, ჩერ­ნო­გო­რია, სან-მა­რი­ნო, გიბ­რალ­ტა­რი**
ჯგუ­ფი B: მოლ­დო­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლო, მალ­ტა*
ჯგუ­ფი C: ლიტ­ვა*, კვიპ­რო­სი, ინ­გ­ლი­სი
ჯგუ­ფი D: სა­ბერ­ძ­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი*, სომ­ხე­თი, უელ­სი
ჯგუ­ფი E:: ის­რა­ე­ლი, ან­დო­რა, ეს­ტო­ნე­თი, შვე­დე­თი
ჯგუ­ფი F: ალ­ბა­ნე­თი, ნორ­ვე­გია, შვ­ე­­ი­ცა­რია, და­ნია

ძი­რი­თა­დი ეტა­პი (27-30 მარ­ტი)

ჯგუ­ფი 1: იტა­ლია*, უნ­გ­რე­თი, ფი­ნე­თი, A ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი
ჯგუ­ფი 2: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი,
სლო­ვა­კე­თი*, ბოს­ნია, F ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი
ჯგუ­ფი 3: რუ­სე­თი, რუ­მი­ნე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ლატ­ვია*
ჯგუ­ფი 4: ეს­პა­ნე­თი*, ხორ­ვა­ტია, მა­კე­დო­ნია, E ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი
ჯგუ­ფი 5: პორ­ტუ­გა­ლია, სერ­ბე­თი*, პო­ლო­ნე­თი, D ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი
ჯგუ­ფი 6: ჩე­ხე­თი, ბე­ლორუ­სი, ჰო­ლან­დია*, B ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი
ჯგუ­ფი 7: უკ­რა­ი­ნა, სლო­ვე­ნია, თურ­ქე­თი*, C ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი

შენიშვნა: *-ით აღნიშნულია მას­პინ­ძე­ლი


ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პი 2014 წელს ბელ­გი­ა­ში, ან­ტ­ვერ­პენ­ში 28 იან­ვ­რი­დან 8 თე­ბერ­ვ­ლამდე გა­ი­მარ­თე­ბა. ფი­ნა­ლუ­რ ეტაპ­ზე მას­პინ­ძე­ლი ბელ­გია უკონ­კურ­სოდ ითა­მა­შებს. და­ნარ­ჩენ­თა ვი­ნა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი შე­ჯიბ­რების შე­დე­გად გა­ირ­კ­ვე­ვა: 44 გუნ­დი­დან 22 გა­ნა­წილ­და 6 ჯგუფ­ში, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლები გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ ბრძო­ლას.

წი­ნას­წა­რი ეტა­პის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი და­ნარ­ჩენ 22 გუნ­დ­თან ერ­თად შვიდ ჯგუფს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ და 27-30 მარტს ძი­რი­თა­დი ეტა­პის ჯგუ­ფურ შეხ­ვედ­რებს ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, სერ­ბეთში, სლო­ვა­კეთ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, თურ­ქეთ­სა და ლატ­ვი­ა­ში გა­სა­მართ მი­ნი-ტურ­ნი­რებ­ში ფი­ნა­ლის­ტებს გა­მო­ავ­ლე­ნენ.

ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლომ თუ ეს ეტა­პი დაძ­ლია, ძი­რი­თად ეტაპ­ზე ჩე­ხეთს, ბე­ლორუს­სა და ჰო­ლან­დი­ას შეხ­ვ­დე­ბა - ტურ­ნირს კი ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი უმას­პინ­ძ­ლებს.

ევ­რო 2014-ზე შვი­დი­ვე ჯგუ­ფის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და მე­ო­რე­ად­გი­ლო­სა­ნი, პლუს მას­პინ­ძ­ე­ლი ბელ­გია და სა­უ­კე­თე­სო მე­სა­მე­ად­გი­ლო­სა­ნი ითა­მა­შე­ბენ.

დაბო­ლოს: პორ­ტუ­გა­ლი­ის ფუტ­სა­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა პედ­რო რა­ტი­ნი­ოს და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ჟორ­ჟე ბრა­ზის თა­ოს­ნო­ბით, ქვეყ­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ფერ­ნან­დო გო­მეშს მო­მა­ვა­ლი წლის სა­ნაკ­რე­ბო გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პი­რეინე­ე­ლე­ბი 2013 წელს თბი­ლის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ორი ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თ­ვას აპი­რე­ბენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული