უეფას ოთხ­თა ტურ­ნი­რი თბი­ლის­ში - ამ დო­ნის ტურ­ნი­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა

AutoSharing Option
6 დეკემბერს ლო­ზა­ნა­ში, უეფას აღ­მას­კო­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2013 წლის ფუტ­სა­ლის ევ­რო­პის თა­სის ოთხ­თა ფი­ნა­ლის მას­პინ­ძელ ქა­ლა­ქად თბი­ლი­სი და­სა­ხელ­და!!!

გვერ­დ­ზე გა­დავ­დოთ პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თია და ვა­ღი­ა­როთ - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უეფას "ბა­რა­ქი­ა­ნი ლუკ­მა" გად­მო­აგ­დე­ბი­ნა.

25, 26 და 28 აპ­რილს თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში დი­დი ზე­ი­მი გვე­ლის - უეფას ფუტ­სა­ლის თასს ერ­თ­მა­ნეთს შე­ე­ცი­ლე­ბი­ან: ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბი "იბე­რია სტა­რი" (სა­ქარ­თ­ვე­ლო), "ბარ­სე­ლო­ნა" (ეს­პა­ნე­თი), "დი­ნა­მო" (რუ­სე­თი) და "კა­ი­რა­თი" (ყა­ზა­ხე­თი).

25-26 აპ­რილს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, 27-28 აპ­რილს შეხ­ვედ­რა მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის და ფი­ნა­ლი. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლე­ბის წი­ლის­ყ­რა მარ­ტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და ამ
ღო­ნის­ძი­ე­ბა­საც თბი­ლი­სი უმას­პინ­ძ­ლებს.

ამ დო­ნის ტურ­ნი­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­სო­დეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ "იბე­რია სტა­რის" ოთხ­თა ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­კითხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და და თბი­ლი­სის კან­დი­და­ტუ­რამ კონ­კუ­რენ­ტე­ბის, ბარ­სე­ლო­ნას, მოს­კო­ვი­სა და ალ­მა­ტის ვა­რი­ან­ტე­ბი გა­და­წო­ნა.

6 დეკემბერს ამ ფაქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოს უფ­რო ამი­ტო­მაც ჰგავ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე, ფუტ­სა­ლის კლუ­ბის "იბე­რია სტა­რის" პრე­ზი­დენ­ტი ვა­ხო წე­რე­თე­ლი და ფუტ­სა­ლი­ს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან ცქი­ტიშ­ვი­ლი უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ.

ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა:
"ოთხ­თა ფი­ნა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბის პრე­ტენ­ზია მოს­კო­ვის "დი­ნა­მო­საც" ჰქონ­და, "ბარ­სე­ლო­ნა­საც" და "კა­ი­რათ
საც", მაგ­რამ უეფამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო - რო­გორც ვი­ცით, დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ. უნ­და ვი­ზე­ი­მოთ უეფას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ასეთ დროს მსა­ჯიც შე­ნია, გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც, ფე­დე­რა­ცი­აც, სა­ხელ­მ­წი­ფოც და ყვე­ლა.

...უეფას მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წევს. უპირ­ვე­ლე­სი მოთხოვ­ნა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში უკე­თე­სი პარ­კე­ტის და­გე­ბა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო; თბი­ლის­ში კი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სას­ტუმ­რო, მათ შო­რის, და­ბა­ლი კლა­სის და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი...

მოგ­ვი­წევს სა­ფა­რის შეც­ვ­ლა და ათა­სი სხვა დე­ტა­ლის, რომ ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ხელთ არის და უნ­და მო­ვინ­დო­მოთ, უეფას მად­ლო­ბა რომ და­ვიმ­სა­ხუ­როთ. ტურ­ნირს "ევ­როს­პორ­ტი" გა­და­ს
ცემს, უეფა­დან და თა­ვად კლუ­ბე­ბი­დან უამ­რავ სტუ­მარ­სა და გულ­შე­მატ­კი­ვარს ვე­ლით.

მოკ­ლედ, თბი­ლის­ში დი­დი ზე­ი­მია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ეს არის ფუტ­სალ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საკ­ლუ­ბო ტურ­ნი­რი. იმე­დია, ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას უფ­რო დიდ სი­ხა­რულს "იბე­რია" და­ა­მა­ტებს...

ეს არის რე­პე­ტი­ცია 2015 წლის სუ­პერ­თა­სის­თ­ვის. თა­ვად სუ­პერ­თა­სი კი შე­საძ­ლოა, იყოს
გა­მოც­და ევ­რო 2020-ის, ან ევ­რო 2024-ისთვის და და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, ვართ თუ არა მზად მა­ღა­ლი რან­გის ტურ­ნი­რე­ბის სა­მას­პინ­ძ­ლოდ.

სა­ერ­თოდ, ბო­ლო წლებ­ში უეფას პო­ლი­ტი­კა პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას გუ­ლის­ხ­მობს და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი არა­ფე­რია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი ტურ­ნი­რე­ბის მას­პინ­ძ­ლო­ბას თავს გა­ვარ­თ­მევთ. სა­ა­მი­სოდ მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბა გვაკ­ლია".


რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე:
"გულ­შე­მატ­კი­ვარს ასე­თი ტურ­ნი­რის თბი­ლის­ში ხილ­ვა სურ­და და მი­ხა­რია, უეფამ ეს უფ­ლე­ბა რომ დაგ­ვით­მო.

სა­ერ­თოდ, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში წარ­დ­გე­ნი­ლი 5 პრო­ექ­ტი­დან 3 დაგ­ვიმ­ტ­კი­ცეს: ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის ორი შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი და ფუტ­სა­ლის ოთხ­თა ფი­ნა­ლი. ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო ფაქ­ტია".


ვა­ხო წე­რე­თე­ლი:
"ეს ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რია, რომ "იბე­რია სტა­რი" აუცი­ლე­ბლა
დ გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ჯერ გვა­რებს ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ იან­ვ­რი­დან ძლი­ერ ლე­გი­ო­ნე­რებს და­ვი­მა­ტებთ.

ცხა­დია, შეკ­რე­ბა­საც გა­ვივ­ლით, ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც ვგეგ­მავთ და იმე­დია, ოთხ­თა ფი­ნალ­შიც ღირ­სე­უ­ლად ვი­თა­მა­შებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული