საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში: "იბე­რი­ა სტარმა" კონ­კუ­რენ­ტი და­ა­მარ­ცხა

AutoSharing Option
სპორ­ტ­კომ­პ­ლექს "არე­ნა­ში" ფუტ­სალ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-5 ტუ­რის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ონ­მა "იბე­რია სტარ­მა" მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა გა­და­ი­ტა­ნა.

"სო­კარ­თან" შეხ­ვედ­რის ბო­ლო წუ­თამ­დე ან­გა­რი­ში 2:2 იყო. სერ­ჟიო ბე­ნა­ტის გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლებ­მა მე­ტო­ქეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მხო­ლოდ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე 40 წა­მით ად­რე გა­მოგ­ლი­ჯეს (3:2) და ლი­დე­რო­ბა გა­ნიმ­ტ­კი­ცეს.

პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა GIEC-მა, რო­მელ­მაც თე­ლა­ვის "ბურჯს" 6:1 სძლია. უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტე­ბის, თსუ-სა და "თე­ლა­სის" შეხ­ვედ­რა სტუ­დენ­ტე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და - 4:1. ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბი­თა და ბურ­თე­ბის უკე­თე­სი სხვა­ო­ბით, თსუ-მ "თე­ლა­სი" მე­სა­მე ად­გილ­ზე და­აქ­ვე­ი­თა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ
წ ბ ქ

1. იბე­რია 5 5 0 0 33-8 15
2. თსუ 4 3 0 1 22-11 9
3. თე­ლა­სი 5 3 0 2 14-13 9
4. სო­კა­რი 4 1 0 2 18-14 3
5. GIEC 4 1 0 3 8-18 3
6. ბურ­ჯი თე­ლა­ვი 4 0 0 4 6-37 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული