საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტაში ალეკო ძაბირაძის გარეშე გაემგზავრება

AutoSharing Option
ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა მალტის მესამე საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობისათვის საქართველოს ნაკრებში გასამგზავრებელი მოთამაშეების სია გაგვიმხილა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:

მეკარეები: გაბუჩია, ჯამბურია;
მოთამაშეები: ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი, ასათიანი, ლუკავა, ჯაფარიძე, მაისაია, სებისკვერაძე, კაკაბაძე, ჭანუყვაძე, ბობოხიძე, კობაიძე, შელეგია.

სიაში არ არის "იბერია სტარის" გამოცდილი მოთამაშე ალეკო ძაბირაძე. მას ტრავმა არ აწუხებს, პირიქით, მშვენიერ ფორმაშია, ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გოლიც გააქვს და თავიდან ბომბარდირიც იყო.

როგორც შევიტყვეთ, ასათიანი გუნდის გაახალგაზრ
დავებას აპირებს. კვიციანის თქმით, ძაბირაძე მთავარ მწვრთნელს თავად ელაპარაკა და მოითათბირეს, რომ ასათიანი ახალგაზრდა კადრებს გამოსცდის.

ქართული დელეგაცია მალტაში 4 იანვარს, დილით გაემგზავრება. ასათიანის და ბესიკ არველაძის გაწვრთნილები 6 იანვარს საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, 7 იანვარს - მასპინძელ მალტას, 8 იანვარს ჩვენები დაისვენებენ და 9-ში კი ინგლისელებს შეხვდებიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები თბილისში 11 იანვარს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული