საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ნორვეგიაში საერთაშორისო ტურნირზე იწვევენ

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრები 22-27 იანვარს მალტაში ევრო-2014-ის შესარჩევი ციკლის წინასწარი რაუნდის შეხვედრებს ჩაატარებს.

ჟენევაში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრები "ბ" ჯგუფში მოლდოვასთან და მალტასთან მოხვდა, ტურნირს კი უკანასკნელი უმასპინძლებს.

ტურნირამდე საქართველოს ნაკრები ასევე მალტაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს, სადაც მასპინძლებთან ერთად ინგლისსა და საბერძნეთს დაუპირისპირდება.

27 დეკემბერს ფუტსალის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა გვითხრა, რომ საქართველოს მარტში ნორვეგიაში იწვევენ:

"ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, ნარვიკში საერთაშორისო ოთხთა ტურნირს უმასპინძლოს.

მასპინძელთა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად, კიდევ რამდენიმე გუნდი მიიწვიეს - დანია, შვედეთი, ინგლისი,
საფრანგეთი და ისლანდია და როდესაც საბოლოო პასუხი ეცოდინებათ, შემადგენლობაც მერე დაკომპლექტდება".

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ 25 აპრილს თბილისში უეფას თასის ოთხთა ფინალზე დასასწრებად ჩამოსვლას ბევრი ცნობილი კლუბის წარმომადგენელი აპირებს: სლოვაკური "სლოვმატიკის" და უნგრული "დიორ ეტოს" პრეზიდენტები, აგრეთვე, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები.

ეს ქართული ფუტსალის წარმომადგენლებისთვის მშვენიერი შანსია, რომ კავშირები დაამყარონ და მოსამზადებელ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები დაგეგმონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული