საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
4 იანვარს, გამთენიისას, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გეზი მალტისკენ აიღო, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

ავთანდილ ასათიანისა (მთავარი მწვრთნელი) და ბესო არველაძის (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) გაწვრთნილები კუნძულზე 10 იანვრამდე გაჩერდებიან და სამ შეხვედრას გამართავენ: 6 იანვარს საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, 7 იანვარს - მასპინძელ მალტას, 8 იანვარს დაისვენებენ, ხოლო 9-ში გადამწყვეტ მატჩში ინგლისელებს შეხვდებიან და თბილისში 11 იანვარს დაბრუნდებიან.

მალტაზე ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: გაბუჩია, ჯამბურია;
მოთამაშეები: ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი, ასათიანი, ლუკავა, ჯაფარიძე, მაისაია, სებისკვერაძე, კაკაბაძე, ჭანუყვაძე, ბობოხიძე, კობაიძე, შელეგია.

წინასწარ იყო ცნობილი,
რომ მალტაში არ ითამაშებდა "იბერია სტარის" გამოცდილი მოთამაშე ალეკო ძაბირაძე, რომელიც მშვენიერ ფორმაშია, ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

ძაბირაძემ კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა და ასათიანთან მოითათბირა, რომ აჯობებდა, გუნდის გაახალგაზრდავების პროცესში ამ ტურნირზე მთავარ მწვრთნელს გამოუცდელი მოთამაშეები გაესინჯა.

თუმცა, ასათიანის თქმით, ძაბირაძე იანვრის ბოლოს მალტაში ნაკრებთან ერთად იქნება. როგორც ცნობილია, დეკმბერში ევრო 2014 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნაცნობ მეტოქეებს, მოლდოვასა და მალტას შეხვდება, ტურნირს კი 22-27 იანვარს კვლავაც მალტა უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული