მალტა-საქართველო 0:9 - მასპინძლები მიწასთან გავასწორეთ!

AutoSharing Option
23 იანვარს მალტაზე ფუტსალში ევროშესარჩევის პირველი შეხვედრა გაიმართა. პაოლაში, "ჰიბერნიანსის" დარბაზში საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდა და მიწასთან გაასწორა.

მასპინძელთა განადგურებას სათავე კახა მაისაიამ დაუდო, რომელმაც მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა - 0:1. ამის შემდეგ თავი გამოიჩინეს ლევან კობაიძემ, ირაკლი შელეგიამ და დავით ბობოხიძემ, საქართველომ კი პირველი ტაიმი 4:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ქართველებმა სულ აიწყვიტეს. ავთანდილ ასათიანისა და ბესიკ არველაძის გაწვრთნილებმა მასპინძლებს გაკვეთილი ჩაუტარეს.

კობაიძემ და ზურაბ ლუკავამ დუბლი შეასრულეს, თავი გამოიჩინეს გიორგი სოზაშვილმა და თემურ ჯაფარიძემ (დუბლით) და მასპინძლები გამანადგურებელი ანგარიშით
დაამარცხეს - 0:9.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი
პაოლო. სპორტული ცენტრი "ჰიბერნიანს პავილიონი".
მალტა-საქართველო 0:9
გოლები: 0:1 მაისაია (7), 0:2 კობაიძე (13), 0:3 შელეგია (18), 0:4 ბობოხიძე (19), 0:5 კობაიძე (30), 0:6 სოზაშვილი (32), 0:7 ჯაფარიძე (36), 0:8 ლუკავა (38), 0:9 ლუკავა (39).
მალტა: კასარი - მუსუ, მილიიცი, ბარტოლო, კოუპი - გრეკი, მანიონი, სამუტი, შირიხა, დელრე, შებერასი, ველა, ქსავიერ სალიბა, ბრინკატი.
მწვრთნელი: ევინ მიფსუდი.
საქართველო: ჯამბურია (კაპ) - კაკაბაძე, კობაიძე, ჯაფარიძე, ბობოხიძე - გაბუჩია (მეკარე), ჭანუყვაძე, შელეგია, ალთუნაშვილი, ასათიანი, მაისია, სოზაშვილი, ლუკავა, სებისკვერაძე
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გაფრთხილება: სოზაშვილი (8), დელრე (37).
არბიტრები: ს. ვასიჩი (სერბეთი), მ. ბირკეტი (ინგლისი)

* * *
24 იანვარს საქართველო მოლდოვას შეხვდება და თუ გაიმარჯვებს, ჯგუფის გამარჯვებული გახდება.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის "დ" ჯგუფში ბულგარეთმა შინ სომხეთს ვერაფერი მოუხერხა - 0:0. სომხეთის ნაკრების კაპიტანი "იბერია სტარის" მეკარე ერიკ აკოფოვი იყო, რომელმაც მასპინძლებთან 9 სეივი გააკეთა და თავისიანებს მოულოდნელი ქულა მოუპოვა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 9-0 3
2. მოლდოვა 0 0 0 0 0-0 0
3. მალტა 1 0 0 1 0-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული