მოლდოვა ის გუნდია, 2011 წელს ელიტრაუნდის საგზური თბილისში ცხვირწინ რომ აგვაცალა. ამიტომაც ამბობდა ტურნირის დაწყებამდე "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომ რევანშისთვის ემზადებოდა.
სამწუხაროდ, რევანში ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არჩილ სებისკვერაძემ გახსნა. მოლდოველთა შეტევისას ბურთი დავით ბობოხიძეს შეეხო და ჩვენს კარში აღმოჩნდა. მან შეცდომა მალე გამოასწორა და პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე გუნდი დააწინაურა - 1:2.
მეორე ტაიმი ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო. მართალია, მოლდოველთა
26 იანვარს ჯგუფში ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება: მალტა-მოლდოვას შედეგით გამოვლინდება ჯგუფის გამარჯვებული.
პირველ დღეს ჩვენ მალტას 9:0 მოვუგეთ. გამომდინარე აქედან, მოლდოვა 8 და ნაკლები ბურთით თუ მოიგებს, ელიტრაუნდში საქართველო გადის. 9 და მეტი ბურთით მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილს მოლდოვა დაიკავებს.
როგორც გვითხრეს, ისინი რეიტინგში საქართველოზე წინ არიან და თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობაც ექნებათ.
ასე რომ, ვგულშემატკივრობთ მალტას!
ფუტსალი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი
24 იანვარი. პაოლო. "ჰიბერნიანს პავილიონი".
მოლდოვა-საქართველო 5:5
0:1 სებისკვერაძე (16), 1:1 ბობოხიძე (18. ავტოგოლი), 1:2 ბობოხიძე (20), 2:2 ლაშკუ (25), 2:3 სებისკვერაძე (25), 3:3 ტაკოტი (26), 4:3 ვიკოლაში (29), 5:3 ა. მუნტიანუ (31), 5:4 ბობოხიძე (36), 5:5 ბობოხიძე (39).
მოლდოვა: ნიაგუ, -კოჩებანი, ალეკსეი მუნტიანუ, ტაკოტი, ლაშკუ - კრივოი (მეკარე), ხოდერიანი, არლეტი, ტანურკოვი, ბურდუჟელი, ხილოტიი, ვიკოლაში, ტიმბალისტი, სერგეი მუნტიანუ.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვუსატიი.
საქართველო: ჯამბურია (კაპ) - კაკაბაძე, კობაიძე, ალთუნაშვილი, ბობოხიძე - გაბუჩია (მეკარე), ჭანუყვაძე, შელეგია, ჯაფარიძე, მაისია, სოზაშვილი, ლუკავა, სებისკვერაძე.
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გაფრთხილება: ხილოტიი (16), ალთუნაშვილი (17), ჯაფარიძე (34), კაკაბაძე (40).
არბიტრები: მ. ბირკეტი (ინგლისი), ს. ტომიჩი (ხორვატია)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 1 1 0 14-5 4
2. მოლდოვა 1 0 1 0 5-5 1
3. მალტა 1 0 0 1 0-9 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მალტა-საქართველო 0:9 - მასპინძლები მიწასთან გავასწორეთ!