ამდენად, 29 იანვარს გამართული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციის დეტალების ნაცვლად (რაც "ლელოს" მკითხველისთვის უკვე ცნობილია), მხოლოდ რამდენიმე სიახლეზე მოგახსენებთ.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას ელიტრაუნდამდე მაქსიმალურად ბევრი ამხანაგური შეხვედრის გამართვა სურს. ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს, მაგრამ ორგანიზატორებთან შეთანხმებით, საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ გამგზავრებაზე თავი შეიკავა და საბოლოოდ, აზერბაიჯანელების სურვილიც ასეთი აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ ტურნირში მოლდოვის ნაკრები ითამაშებს, რომელსაც საქართველოს ნაკრები
ავთანდილ ასათიანის თქმით, ამ ტურნირის განმავლობაში, ჩვენი ორივე ნაკრები ერთ სასტუმროში დაბინავდა და მოთამაშეთა შორის აშკარად დაძაბული ურთიერთობები იყო: ეს 2012 წელს თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის გამოძახილი გახლდათ.
მაშინ მოდოველებთან შეხვედრა ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. არადა, ეს უეფას დებულების დარღვევა იყო.
წესით, პირველ ადგილზე უკეთესი რეიტინგის მქონე მოლდოვა უნდა გასულიყო, მაგრამ დელეგატმა პენალტების სერია დანიშნა. ამას მოჰყვა შემდეგ უეფაში გარჩევები. საბოლოოდ პირველობა მოლდოველებს დაუმტკიცეს.
მართალია, ჩხუბი და აყალმაყალი არ მომხდარა, მაგრამ მალტაში სასტუმროში და განსაკუთრებით, მოედანზე, დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ცალკე მოლდოველებს ჰქონდათ ბოღმა, ცალკე ქართველებს სურდათ რევანშის აღება და კბილებს ილესავდნენ.
თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
ახლა ნაკრების სამომავლო გეგმებზე ვთქვათ: 27-31 მარტს უეფა-ს ელიტრაუნდს როტერდამი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრები მატჩებისთვის მზადებას მალე შეუდგება.
ასათიანის თქმით, ხელს მოთამაშეთა კატასტროფული სიმწირე უშლის:
"გაფართოებულ სიაში 30-ზე მეტი მოთამაშე ვერ შევკრიბე, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ხომ სულ 6 გუნდი გამოდის და მაქსიმუმ 70-მდე მოთამაშე გვყავს.
სხვათა შორის, ალე ძაბირაძე ჩემი მეგობარია და მისი მალტაზე არწაყვანა სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთში პრობლემები გვაქვს".
საქართველოს ეროვნული ნაკრები როტერდამში პირველ შეხვედრასი 27 მარტს, მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს.
ჰოლანდიის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე პიტერ როზენბააკი ყველაზე მეტად საქართველოსთან მატჩს უფრთხის. მისი თქმით, ძნელია ითამაშო იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომლის შესახებ ვიდეომასალა არ გაგაჩნია.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ელიტრაუნდში ჯგუფის მასპინძელი ჰოლანდია თებერვალში საკუთარ კედლებში ფინელებს ესპარინგება. ისიც გაირკვა, რომ 18 და 19 თებერვალს ჩეხეთი საკუთარ დარბაზში სერბეთს დაუპირისპირდება.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ საქართველოში მატჩების პირდაპირი ტარნსლაციების განხორციელება შესაძლებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კახა დევდარიანი: ავთანდილ ასათიანის დადანაშაულება არასწორია
ავთანდილ ასათიანი: ბიჭები აეროპორტში ისხდნენ და სიხარულისგან ტიროდნენ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა