"იბერია სტარის" ახალი ტექნიკური სპონსორი შესაძლოა გერმანული "სალერი" გახდეს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 2013 წლის აპრილში თბილისი ფუტსალში უეფას თასის ოთხთა ფინალს უმასპინძლებს.

სახეობაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების მატჩები 26-28 აპრილს გაიმართება და მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის "იბერია სტარი", წინა გათამაშების გამარჯვებული "ბარსელონა", მოსკოვის "დინამო" და ალმაატის "კაირათი".

საქართველიოს ჩემპიონისა და უეფას ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერია სტარის" წარმატებებმა განაპირობა სწორედ ის ფაქტი, რომ კლუბის მიმართ ბიზნესსა და მაყურებელს ინტერესი გაუჩნდა.

მაგალითი? ამიერიდან შესაძლოა გუნდის ახალი ტექნიკური სპონსორი "სალერი" გახდეს. ამის შესახებ ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომლის ჰოლდინგიც ერთი
თვის წინ საქართველოში გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა.

ხეჩიკაშვილის თქმით, "იბერია სტარის" პრეზიდენტთან, ვახო წერეთელთან სამუშაო შეხვედრა უკვე ჰქონდა.

კლუბის მენეჯერი ამბობს, რომ აქამდე კლუბის ტექნიკური სპონსორები იყვნენ "უმბრო" და "კელმე", სპონსორი კი დაარსების დღიდან კომპანია "სამგორია.

მიუხედავად იმისა, რომ "სალერი" საქართველოში ოფიციალურად არც ისე დიდი ხნის წინათ დაფუძნდა, ის უკვე საკმაოდ ბევრი ორგანიზაციის თუ კლუბის პარტნიორი გახდა: "ლევან ჟორდანიას" ფონდთან" და საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" ერთად, დეკემბერში "სალერის" თასის გათამაშება ჩაატარა, გახდა "ბენდელას თასისა" და პირველი ლიგის სპონსორი.

კომპანიის წარმომადგენლობის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ფუტსალის ასოციაციასთან მოლაპარაკება ამ სახეობის ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორობის თაობაზეც მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული