"იბერია სტარი" საქართველოს ჩემპიონატში შეუჩერებელია

AutoSharing Option
შაბათს, 16 თებერვალს, სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის თამაშები გაიმართა:

საქართველოს ჩემპიონი და უეფას ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერია სტარი" დამაჯერებლად გამოდის და კვლავაც დაუმარცხებელია.

ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა ამჯერად საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის (GIEC) გუნდი 9:2 დაამარცხეს.

"იბერიას" ფორმით პირველი ბურთი გაიტანა ბრაზილიელმა ახალწვეულმა ედიგლეუსონმა.

ტურის ერთი შეხვედრა არ ჩატარდა: თსუ-"სოკარის" მატჩი პირველის მიზეზით გადაიდო. ბოლო ორი ტურია, რაც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საბაზო გუნდი თსუ ჩემპიონატის თამაშებში აღარ მონაწილეობს.

სამწუხაროდ, გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა,
მაგრამ გვითხრეს, რომ არ იშლება.

ეროვნულ ჩემპიონატში სულ 6 გუნდი მონაწილეობს და ერთის პრობლემა უცებ სხვებზე აისახა. იმედია, თსუ-ში ვითარება მალე მოგვარდება, 19 თებერვალს ხომ "არენაში" მე-2 წრის მორიგი ტურის ცენტრალური თამაში სწორედ თსუ-ს მონაწილეობით დაიგეგმა - სტუდენტები "იბერია სტარს" 14:00 საათზე უნდა შეხვდნენ. იმედია, ამჯერად თსუ-ს მოედანზე ვიხილავთ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე კვლავ დავით ბობოხიძეა (თსუ, 12 ბურთი), მეორეს გიორგი ტიკურიშვილი ("სოკარი") და რაფა ("იბერია სტარი") ინაწილებენ - 10-10 ბურთი, ხოლო 8-8 ბურთით მესამეზე არიან ლევან კობაიძე (თსუ) და ფუსტე ("იბერია სტარი").

იბერია სტარი-GIEC 9:2
თელავის უნივ.-სტუ თელასი 3:9

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 6 6 0 0 42-10 18
2. თელასი 7 5 0 2 35-19 15
3. თსუ 5 4 0 1 39-14 12
4. სოკარი 6 3 0 3 40-19 9
5. GIEC 7 1 0 6 17-50 3
6. თელავი 7 0 0 7 13-74 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული