საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში: "იბერიას" მრავალფეროვნება

AutoSharing Option
ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. როგორც იქნა, ჩემპიონატს დაუბრუნდა თსუ, რომელმაც ბოლო ორი ტური ფინანსური გაურკვევლობის გამო გამოტოვა.

თსუ 19 თებერვალს "იბერია სტარს" შეხვდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონთან ვერაფერს გახდა და 3:6 დამარცხდა. სამაგიეროდ, 23 თებერვალს GIEC-ს შეხვდა და 7:4 დაამარცხა.

იმავე დღეს "იბერია" თელავის "ბურჯს" შეხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 17:2. ჩემპიონის რიგებში იშვიათი ამბავი მოხდა: პოკერი ერთმა მოთამაშემ, ოლივეირამ (4 გოლი) შეასრულა, ორმა (აუგუსტომ და ფუსტემ) - ჰეთ-თრიქი, ხოლო სამმა (ალეკო ძაბირაძემ, კუმანომ და ედიგლეუსონმა) -
დუბლები.

"იბერიას" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა ბრაზილიელ ლეგიონერს ჟაიმინიოს, აგრეთვე, მეკარე გიორგი ემხვარს.

ტურის მესამე მატჩი "თელასსა" და "სოკარს" შორის ამ უკანასკნელის თხოვნით გადაიდო.

და კიდევ: საქართველოს ეროვნული ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ფუტსალის ასოციაცია იძულებული გახდა, კალენდარში ცვლილებები შეეტანა. ჩემპიონატი კი 25 მაისს დამთავრდება.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 8 8 0 0 65-15 24
2. თელასი 7 5 0 2 35-19 15
3. თსუ 7 5 0 2 49-24 15
4. სოკარი 6 3 0 3 40-19 9
5. GIEC 8 1 0 7 21-57 3
6. თელავი 8 0 0 8 15-91 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული