უიშვიათესი ამბავი "იბერია სტარისაგან"

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

"იბერიასა" და "სოკარის" შეხვედრაში უიშვიათესი ამბავი მოხდა. მსაჯებმა "იბერიას" მოედნიდან ერთდროულად 2 ფეხბურთელი გაუძევეს და დაახლოებით ერთი წუთი "სოკარი" ოთხი ორზე უტევდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა; საქართველოს ჩემპიონმა და უეფას ოთხთა ფინალის მონაწილემ კი შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

თუმცა ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიშით გაიმარჯვა და შედარებით ნაკლები გაიტანა, ვიდრე სერჟიო ბენატის გუნდია მიჩვეული - 3:1.

ამ შეხვედრამდე "იბერიას" 8 მატჩში 65 გოლი ჰქონდა, ანუ საშუალოდ 8,125 გოლი შეხვედრაში.

9 მარტს GIEC-ისა და "სოკარის" მატჩი
V ტურსა და მთლიანად, ბოლო მეორე წრეს დახურავს; მესამე წრე კი 16 მარტს დაიწყება:

GIEC-თელავი 6:5
GIEC - სიჭინავა (2), ნინიკაშვილი (2), ჩიკვილაძე, ქურდაძე;
თელავი - ლეფსველიძე, კეკოშვილი (4).

თსუ-სტუ თელასი 5:0
კაკაბაძე (2), ჯაფარიძე, თოდუა, აბლო იაო.

იბერია სტარი-სოკარი 3:1
იბერია - ლუსიო (2), ფუსტე;
სოკარი - ტიკურიშვილი.

12:30. თელავი-სოკარი (I ტური)
14:30. იბერია სტარი-GIEC

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 9 9 0 0 68-16 27
2. თსუ 8 6 0 2 54-24 18
3. თელასი 8 5 0 3 35-24 15
4. სოკარი 7 3 0 4 41-22 9
5. GIEC 9 2 0 7 27-62 6
6. თელავი 9 0 0 9 20-97 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული