"იბერიასა" და "სოკარის" შეხვედრაში უიშვიათესი ამბავი მოხდა. მსაჯებმა "იბერიას" მოედნიდან ერთდროულად 2 ფეხბურთელი გაუძევეს და დაახლოებით ერთი წუთი "სოკარი" ოთხი ორზე უტევდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა; საქართველოს ჩემპიონმა და უეფას ოთხთა ფინალის მონაწილემ კი შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
თუმცა ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიშით გაიმარჯვა და შედარებით ნაკლები გაიტანა, ვიდრე სერჟიო ბენატის გუნდია მიჩვეული - 3:1.
ამ შეხვედრამდე "იბერიას" 8 მატჩში 65 გოლი ჰქონდა, ანუ საშუალოდ 8,125 გოლი შეხვედრაში.
9 მარტს GIEC-ისა და "სოკარის" მატჩი
GIEC-თელავი 6:5
GIEC - სიჭინავა (2), ნინიკაშვილი (2), ჩიკვილაძე, ქურდაძე;
თელავი - ლეფსველიძე, კეკოშვილი (4).
თსუ-სტუ თელასი 5:0
კაკაბაძე (2), ჯაფარიძე, თოდუა, აბლო იაო.
იბერია სტარი-სოკარი 3:1
იბერია - ლუსიო (2), ფუსტე;
სოკარი - ტიკურიშვილი.
12:30. თელავი-სოკარი (I ტური)
14:30. იბერია სტარი-GIEC
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 9 9 0 0 68-16 27
2. თსუ 8 6 0 2 54-24 18
3. თელასი 8 5 0 3 35-24 15
4. სოკარი 7 3 0 4 41-22 9
5. GIEC 9 2 0 7 27-62 6
6. თელავი 9 0 0 9 20-97 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"