ჩვენს მეზობლებს ბრაზილიელი ჟოზე ალეზიო წვრთნის და მას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომლის ბირთვს ექვსი ნატურალიზებული ბრაზილიელი შეადგენს.
ჩვენ მეზობლებს არც ფინანსურად უჭირთ, მომზადებაშიც ყველანაირად ხელს უწყობენ და ლამის მთელი წელი საერთაშორისო შეხვედრებს ატარებენ. ასე მაგალითად, იანვრის ბოლოს შეკრება მოსკოვში ჩაატარეს, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ორჯერ შეხვდნენ და ერთხელ 2:2 ითამაშეს.
თებერვლის შუა რიცხვებში ბაქომ პოსტსაბჭოელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც მასპინძელთა ორმა ნაკრებმა,
18 მარტს გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთან ნავსი გატეხა: პირველი ტაიმის მე-7 წუთზე მასპინძელი დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს წონასწორობა დავით ბობოხიძემ აღადგინა - 1:1.
მეორე ნახევარში კი ბაქოს "ეკოლ"-ის მოთამაშემ არჩილ სებისკვერაძემ უძლიერესი დარტყმით დაგვაწინაურა - 2:1.
მატჩის მსვლელობისას კურიოზი მოხდა: თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სებისკვერაძემ აზერბაიჯანელთა კარი მესამედ აიღო. მსაჯმა გოლი არ ჩაგვითვალა და... ჩვენს კარში 10-მეტრიანი დანიშნა! მაგრამ წლეულს ბაქოს "ნეფთჩიში" გადასულმა მეკარე ჯაბა ჯამბურიამ ბურთი მოიგერია და დამსახურებული მოგება შეგვინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის და ბესო არველაძის შეგირდები აზერბაიჯანში იქაური ფედერაციის მოწვევით გაემგზავრნენ და აზერბაიჯანის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს 19 მარტს გამართავენ.
ჩვენი გუნდი საქართველოში 20 მარტს დაბრუნდება, უეფას ელიტრაუნდისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს, ხოლო 24 მარტს ამსტერდამში გაემგზავრება. ჰოლანდიაში ელიტრაუნდის პირველ მატჩი საქართველოს ნაკრებს 27 მარტს ჩეხებთან ელის, 28 მარტს - ჰოლანდიასთან, 30 მარტს - ბელორუსთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გაჭირვებული ფუტსალი........ კაციშვილს არ ახსოვს :( :(