საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჰოლანდიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
24 მარტს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები გაიმართება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მისმა ასისტენტმა ბესიკ არველაძემ შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანეს.

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (ნეფთჩი), ლევან გაბუჩია (თელასი);
მოედნის მოთამაშეები: ზურა ლუკავა (თსუ), გიორგი ჯაფარიძე (თსუ), ლევან კობაიძე (თსუ), ბობოხიძე (თსუ), გიორგი სოზაშვილი (თელასი), ირაკლი შელეგია (თელასი), შოთა ჭანუყვაძე (თსუ), მურთაზ კაკაბაძე (თსუ), კახა მაისაია, არჩილ სებისკვერაძე (ორივე - ეკოლი, აზერბაიჯანი), ლაშა სიგუნავა (თსუ), გიორგი ალთუნაშვილი (იბერია სტარი);

* * *
ფუტსალის ასოციაციის გენერალური
მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, ამსტერდამიდან გუნდი გეზს როტერდამისკენ აიღებს - თამაშებს სწორედ ეს ქალაქი უმასპინძლებს.

ჯვაროსნები 25 და 26 მარტს "ტოპსპორტცენტრუმ არენაზე" ივარჯიშებენ, ხოლო 27-ში პირველ შეხვედრას გამართავენ.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში. ელიტრაუნდი
27 მარტი
საქართველო-ჩეხეთი

28 მარტი
საქართველო-ჰოლანდია

30 მარტი
საქართველო-ბელორუსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული