მარსელ ლოსველდის ნაკრებმა პირველ ტურში ბელარუსთან (2:1) მოიგო, საქართველოს ნაკრებს კი ჩეხებთან წაგების (1:4) შემდეგ იმედი კიდევ ჰქონდა.
მაგრამ 29 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გადაგვეწურა.
ჰოლანდიელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს: უკვე მე-6 წუთზე იოშუა სანტ-იუსტემ გაგვიტანა. ამის შემდეგ ქართველებმა ზედიზედ რამდენიმე ღონიერი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მასპინძელთა მეკარე საუცხოოდ თამაშობდა.
ტაიმის მიწურულს კი ნარინჯისფერთა კონტრშეტევა მოხამედ ატაიბიმ დააგვირგვინა.
მეორე ნახევარში ლაშა სიგუნავამ ანგარიში შეამცირა - 2:1 და საქართველომ მასპინძლების კარის
სამწუხაროდ, ჩვენი იმედები ხანმოკლე აღმოჩნდა, სანტ-იუსტეს კონტრშეტევა გამოგვეპარა და სხვაობა ისევ გაიზარდა - 3:1.
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ვა-ბანკზე წავიდა და ბოლო 10 წუთი მეკარის ნაცვლად მოედანზე თითქმის სულ მეხუთე მოთამაშე გაჰყავდა. მაგრამ სიგუნავას ჰეთ-თრიქმაც ვერ გვიშველა და მეტოქემ გაილაღა - საბოლოოდ მასპინძლებმა 7:3 გაიმარჯვეს და საქართველო ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსსაც დაემშვიდობა.
"პოზიციური, სანახაობრივი და საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსები გვქონდა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა.
განსაკუთრებით სანახაობრივი მეორე ტაიმი გამოდგა. ორივე ნაკრებმა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა. გუნდიდან გრიმელიუსსა და დარის გამოვარჩევ.
ქართველებს ბოლო ტურში წარმატებას ვუსურვებ, ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ხელს გვაძლევს", - განაცხადა მატჩის შემდეგ მარსელ ლოსველტიმ.
ნარინჯისფერთა მთავარ მწვრთნელს ვერაფრით დავეთანხმებით. მატჩის ხილვისას დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჰოლანდიელთა ძლევა შეუძლებელი არ იყო, მაგრამ საქართველომ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.
გუნდი არეული იყო, გაუგებარ და უაზროდ დაკარგულ გადაცემებსა და მეტისმეტად არაზუსტ დარტყმებს დაცვაში უყურადღებო თამაში დაემატა და ევროპოცნებასაც ნაადრევად დავემშვიდობეთ.
28 მარტი. როტერდამი. "ტოპსპორტცენტრუმ".
ჰოლანდია-საქართველო 7:3
გოლები: 1:0 სანტ-იუსტე (6), 2:0 ატაიბი (19), 2:1 სიგუნავა (27), 3:1 სანტ იუსტე (29), 4:1 ატაიბი (31), 5:1 ატაიბი (36), სიგუნავა 5:2 (37), 5:3 სიგუნავა (39), 6:3 დე გროოტი (40), 7:3 მახუხი (40).
საქართველო: ჯამბურია, კაკაბაძე, ალთუნაშვილი, კობაიძე, ბობოხიძე - გაბუჩია (მ), ჭანუყვაძე, შელეგია, ჯაფარიძე, სიგუნავა, მაისაია, სოზაშვილი, ლუკავა, სებისკვერაძე.
ჩეხეთი-ბელარუსი 4:3
სეიდლერი (2), მ. მარეში, გერჩაკი - სავინცევი. ლუშკოვსკი, პოპოვი.
დასკვნით ტურში 30 მარტს ჩვენი ნაკრები ბელარუსს შეხვდება, ჰოლანდია - ჩეხეთს და ამ უკანასკნელში ჯგუფში გამარჯვებული გამოვლინდება.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 2 2 0 0 8-4 6
2. ჰოლანდია 2 2 0 0 9-4 6
3. ბელარუსი 2 0 0 2 4-6 0
4. საქართველო 2 0 0 2 4-11 0
დაბოლოს: უეფა-მ ქართველი რეფერი არსენ ნონიკაშვილი სერბეთის ქალაქ ზრენიამინში V ჯგუფის (პორტუგალია, სერბეთი, საბერძნეთი, პოლონეთი) მატჩებზე მიავლინა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ფუტსალის ნაკრების უიღბლო სტარტი