"იბერია სტარმა" ევროპის ერთ-ერთ გრანდს, აზერბაიჯანულ "არაზს" მოუგო

AutoSharing Option
10 აპრილს "იბერია სტარი" აზერბაიჯანში ნახიჭევანის "არაზს" ამხანაგურ მატჩში შეხვდა.

საქართველოს ჩემპიონმა ჩვენი მეზობლების საუკეთესო გუნდთან, 9-გზის ჩემპიონთან და მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერთან სპარინგი დამაჯერებლად ჩაატარა: უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში "იბერიას" ბრაზილიელმა ლეგიონერებმა კუმანომ (2) და ფუსტემ მასპინძელთა კარი სამჯერ აიღეს, რასაც "არაზმა" მხოლოდ ერთით უპასუხა და "იბერიამ" 3:1 გაიმარჯვა.

ძალიან სასიამოვნო და დამაიმედებელი მოგებაა, რადგან "არაზი" ევროპის ერთ-ერთ გრანდია.

"იბერია" დღეს "არაზს" მეორედ შეხვდება, 12 აპრილს კი გუნდი საქართველოში დაბრუნდება და უეფას თასის "ოთხთა ფინალამდე" მზადებას თბილისში
გააგრძელებს.

"იბერიას" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ უეფას თასზე გუნდის განაცხადი მოგვაწოდა. მაშ ასე, "ოთხთა ფინალში" საქართველოს ჩემპიონი შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: სელინიო, აკოფოვი;
წინახაზელები: რაფა, ძაბირაძე, ფუსტე, კუმანო, ლუსიო, დუდა, მარსელო, ეზეკიელი, ფაბიო, აუგუსტო, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული