ჰოლანდიის ნაკრებს ამხანაგური მატჩის გამართვა თბილისში ურჩევნია

AutoSharing Option
ფუტსალის ცნობილი სპეციალისტი ორლანდო დუარტე ამჟამად ლატვიაში საქმიანობს. მან სურვილი გამოთქვა, რომ თბილისს ფიფა-ს ინსტრუქტორის სტატუსით ეწვიოს.

"პორტუგალიის ნაკრების და "სპორტინგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მალე საქართველოში გვესტუმრება, სადაც სამ დღეს დაჰყოფს და ქართველი მწვრთნელებისთვის კურსებს ჩაატარებს.

ვადები მალე დადგინდება და ამის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ასოციაცია (სფა) სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას სათანადო წერილით მიმართავს",
- გვითხრა სფა-ს გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა.

მისივე თქმით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციიდან პარასკევს მიიღეს წერილი, სადაც ამ ქვეყნის ფუტსალის ფედერაციის ხელმძღვანელი იეროენ ვან ეგერაატი სურვილს გამოთქვამს,
ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩამდე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ გაეჯიბრონ - ამჯერად ორ ამხანაგურ მატჩში.

"ნარინჯისფერთა" დამრიგებელი მარსელ ლოსველტსი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ მისი გუნდი თბილისს ეწვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული