ტურნირს ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედით ელის. მაგრამ ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე "ლელომ" სენსაციური ინფორმაცია მოიპოვა - ოთხთა ფინალში გუნდი მთავარი მწვრთნელის, ბრაზილიელი სერჟიო ბენატის ხელმძღვანელობით არ ითამაშებს.
ინფორმაცია "იბერია სტარის" პრეზიდენტ ვახო წერეთელთან გადავამოწმეთ.
"სამწუხაროდ, ეს სიამრთლეა. ბენატი ავად გახდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო - მასთან კონტრაქტი დროებით შევაჩერეთ. ბენატის
ბენატის არყოფნა დანაკლისია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კატასტროფა ანმდვილად არ არის. გუნდი ისეთი აწყობილია, უბრალოდ, მწვრთნელმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ასე რომ, ოთხთა ფინალს ძველებურად, დიდი იმედით ველოდებით" - დაგვიდასტურა წერეთელმა.
ასევე იხილეთ:
უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები